კაპელო: ოსიმენი "კვარას" ზედმეტი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს - დღეს "ინტერს" ორი ამოცანა აქვს

AutoSharing Option
დღეს, 3 დეკემბერს, სერია A-ს მე-14 ტურში "ნაპოლი" "ინტერს" უმასპინძლებს. ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ აღნიშნული მატჩის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "პარტენოპეის" გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას "ნერაძურისთვის" დიდი საფრთხის შექმნა შეუძლია.

"ნამდვილი თამაშს ნახევარდაცვის ცენტრში ვიხილავთ. თუ "ინტერმა" მოახერხა და ლობოტკას თამაშის უფლება არ მისცა, მაშინ "ნაპოლის" გაუჭირდება, სლოვაკი გუნდის მთავარი ხერხემალია.

მეორეს მხრივ, მთელს ჩემპიონატში "ინტერის" მსგავსი ნახევარდაცვის ხაზი არავის ჰყავს.

ოსიმენის დაბრუნება "ნაპოლისთვის" შესანიშნავია სიახლეა, ეს გავლენას არამხოლოდ ტაქტიკურ, არამედ ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ დონეზეც ახდენს. ჩემი აზრით, ნიგერიელი "კვარას" ზედმეტი პასუხისმგებლობისგან
ათავისუფლებს, "ნაპოლის" მოწინააღმდეგეებს ვიქტორზე მეტად არავისი ეშინიათ. "ნერაძურის" მცველებს დღეს ორი მთავარი დავალება ექნებათ - კვარაცხელიასა და ოსიმენის შეჩერება", - განაცხადა კაპელომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "ინტერის" დაპირისპირება თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

altვალტერ მაცარი "ინტერთან" მატჩში შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს

altოსიმენის მომავალი გაირკვა

alt"ნაპოლის" და კვარაცხელიას დღეს რთული მატჩი აქვთ - შეხვედრა წარსულთან...

მკითხველის კომენტარები / 11 /
არც გარსია არც მაცარი და არც არავინ არაა დამნაშავე რაც ეხლა ნაპოლიში ხდება !ერთადერთი დამნაშავე ის წუწურაქი ლაურენტისია @ საუკეთესო მცველი გაყიდა და შემცვლელი არ უყიდია და სადაც ვინმე იაფი ფეხბურთელი და მწვრთნელი იყო ყველას მოხვეტა ხელი @ ამერიკელები რომ აძლევდნენ მილიარდს ნეტავი მაშინ გაეყიდა გუნდი იქნება იმათ გამოესწორებინათ მდგომარეობა
zura222
02:14 04-12-2023
0
აყრანტალდა ლუზერი ყვავების ხროვა )))
მათემატიკოსი
21:17 03-12-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული