კაპელო: ოსიმენი "კვარას" ზედმეტი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს - დღეს "ინტერს" ორი ამოცანა აქვს

AutoSharing Option
დღეს, 3 დეკემბერს, სერია A-ს მე-14 ტურში "ნაპოლი" "ინტერს" უმასპინძლებს. ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ აღნიშნული მატჩის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "პარტენოპეის" გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას "ნერაძურისთვის" დიდი საფრთხის შექმნა შეუძლია.

"ნამდვილი თამაშს ნახევარდაცვის ცენტრში ვიხილავთ. თუ "ინტერმა" მოახერხა და ლობოტკას თამაშის უფლება არ მისცა, მაშინ "ნაპოლის" გაუჭირდება, სლოვაკი გუნდის მთავარი ხერხემალია.

მეორეს მხრივ, მთელს ჩემპიონატში "ინტერის" მსგავსი ნახევარდაცვის ხაზი არავის ჰყავს.

ოსიმენის დაბრუნება "ნაპოლისთვის" შესანიშნავია სიახლეა, ეს გავლენას არამხოლოდ ტაქტიკურ, არამედ ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ დონეზეც ახდენს. ჩემი აზრით, ნიგერიელი "კვარას" ზედმეტი პასუხისმგებლობისგან
ათავისუფლებს, "ნაპოლის" მოწინააღმდეგეებს ვიქტორზე მეტად არავისი ეშინიათ. "ნერაძურის" მცველებს დღეს ორი მთავარი დავალება ექნებათ - კვარაცხელიასა და ოსიმენის შეჩერება", - განაცხადა კაპელომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "ინტერის" დაპირისპირება თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

altვალტერ მაცარი "ინტერთან" მატჩში შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს

altოსიმენის მომავალი გაირკვა

alt"ნაპოლის" და კვარაცხელიას დღეს რთული მატჩი აქვთ - შეხვედრა წარსულთან...

მკითხველის კომენტარები / 11 /
მაგარი ფეხბურთელი გვყავს!!! მოგვაბრუნა ყველა თამაშისაკენ. ხან დაგლიჯავს და ხანაც ვერა. დაასვენეთ ეს კაცი ზედმეტი ყურადღებისა და ჩვენი კომლექსებისაგან. ვაიმე ინტერი, ვაიმე ბერნაბეუს შეეშინდა ვაიმე ლუქსემბურგი!!! და მჯერა ყველაფერი გამოგვივა
არდილეს
14:57 03-12-2023
7
შარშან სასწაული სეზონი რომ ჰქონდა ნაპოლის, პირველი წაგება ინტერთან ჰქონდა იანვარში. ისეთი ამბავი ატეხეს ქართველებმა, ლამის იჯარით გაუშვეს კვარა სამპდორიადი, ზოგმა ბათუმის დინამოში გამოუშვა.
მერე იუვენტუსს რომ გადაურბინა კი დადუმდნენ და ჩაიმალნენ იქ, საიდანაც ამოვიდნენ
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული