პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "ინტერთან" 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
სერია A-ს მეთოთხმეტე ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ „ინტერთან“ 0:1 მარცხდება.

ტრავმამორჩენილი ოსიმენი პირველად დააყენეს ძირითად შემადგენლობაში, „რეალთან“ მატჩში დაშავებული ზელინსკის ნაცვლად კი მწვრთნელმა მაცარიმ სასტარტოში ელმასს მიუჩინა ადგილი. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და ლობოტკას შორიდან დარტყმული ბურთი მეკარე ზომერმა მოიგერია. სტუმრებმა იერიშებით უპასუხეს, ტიურამმა გაიტანა კიდეც, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდა დარმიანი. ხვიჩამ კარგი პასი ელმასს გაუკეთა, რომლის ჩაწოდებული ბურთი ზომერმა მოიგერია, ხოლო დამატებაზე ნეაპოლელთაგან არავინ აღმოჩნდა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტები ხშირად არ იქმნებოდა. კიდევ ერთი შანსი პოლიტანოს
მიეცა, რომელმაც ბურთი ხარიხას გაარტყა. ტაიმის ბოლოს კი ჩალჰანოღლუმ მილანური გუნდი დააწინაურა.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ინტერი
გოლი: ჩალჰანოღლუ (44)

მკითხველის კომენტარები / 13 /
კარგი ფეხბურთელია, 3.5 მილიონიანი ქვეყნისთვის ძალიან მაგარი შედეგია, კვარას ძალიან დიდი დამსახურებაა სავსე ტრიბუნები და ახალი თაობის დაინტერესება ფეხბურთით, უბრალოდ დიდი ვარსკვლავი და მესის და რონალდუს დონე, ეგ დაივიწყეთ
იკა
01:44 04-12-2023
4
ემპოლი,ვერონა,სასუელოსთან კვარადონობა დიდი ვერაფერი თემაა.ფაქტი სახეზეა კვარას დიდ გუნდებთან გაბრწყინება მხოლოდ ერთჯერ ვნახე ისაც დაშლილ იუვესთან.რა რეალის ხალხნო ხუმრობისთვისაც ტეხავს ეგ ამბავი.კმარა კვარა ვარდნა!!!
გიორგი
01:44 04-12-2023
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული