დაჯილდოება მილანში: ოსიმენი - საუკეთესო ფეხბურთელი; კვარაცხელია - საუკეთესო გოლის ავტორი; "ნაპოლი" - საუკეთესო გუნდი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ მილანში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გასული სეზონის სერია A-ს სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები დაასახელა.

საუკეთესო გუნდის პრიზი ქვეყნის ჩემპიონ "ნაპოლის" გადაეცა, რომელიც კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ჩაიბარა.

საუკეთესო მწვრთნელად "ნაპოლის" ყოფილი თავკაცი ლუჩანო სპალეტი აღიარეს. ის და დე ლაურენტისი ისე თბილად შეხვდნენ ერთმანეთს, თითქოს მათ შორის არავითარ უსიამოვნებას არ ჰქონია ადგილი.

საუკეთესო ფეხბურთელად "ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი დაასახელეს.

სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გახდა - "ატალანტასთან" მის მიერ გატანილი გოლი ჩემპიონატში ულამაზესად აღიარეს.

ქართველს პრიზი ფაბიო
კუალიარელამ გადასცა.
"კვარამ" მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ხმა მისცა, თქვა, რომ მხოლოდ ნამატჩევს მიხვდა, როგორი ლამაზი გოლი გამოუვიდა და უკეთესის გატანას შეეცდება.

სეზონის სიმბოლური ნაკრები

მეკარე: მაიკ მენიო (მილანი)

მცველები: ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), კიმ მინ ჯე (ნაპოლი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), თეო ერნანდესი (მილანი)

ნახევარმცველები: ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), სტანისლავ ლობოტკა (ნაპოლი), ნიკოლო ბარელა (ინტერი)

თავდამსხმელები: რაფაელ ლეაო (მილანი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

მკითხველის კომენტარები / 16 /
მართლაც რომ საუკუნის გოლი. ესენი როგორც დიდი ზომის მარგალიტებია, რომელიც იმწამს რომ იპოვი, მაშინ მოაქვს დიდი სიხარული და მერე დიდხანს რჩება მეხსიერებაში: ბრაიტნერის სმელი ფოთოლი ბრაზილია- სსრკ, ვან ბასტენის გოლი დასაევის კარში, რობერტო კარლოსის ცნობილი ჯარიმა და სხვები, მათ რიგშია ხვიჩას ეს გოლიც. ამისთვის ღირს ფეხბურთის ყურება
ირაკლი
05 დეკემბერი 2023 20:09
3
ქინქლაძე ქართველს არ უნდა გამორჩენოდა
ჯონდო
06 დეკემბერი 2023 14:40
0
ჟურნალისტებმა კარგად აგვიხსენით ეს რა ასოციაციაა და რა დაჯილდოება იყო? აბა შარშან რა იყო მაშინ, როცა ხვიჩა დაასახელეს სერიაA-ს საუკეთესო ფეხბერთელად,ასე საუკეთესო გოლის ავტორად
დავით 67
05 დეკემბერი 2023 16:33
2
ზუსტად ეგ მაინტერესებს მეც! აბა ტყუილად ვამაყობდით საუკეთესოს ტიტულით?
Rezo
05 დეკემბერი 2023 23:45
0
აუჰ, ეს შეუძლებელია, ტყუილი იქნება ესა. აპა, აქაური ანალიტიკოსები ცდებიან ხვიჩა არაფერი ფეხბურთელია, ქართველებმა გაბერეთ თორემ ერთი კურკლის ფასიაოა? არა, ვერ დავიჯერებ რო ეგენი ცდებოდნენ, ნაღდად ფეიკი იქნება ეს დაჯილგდოვება! და თქვენ რას იტყვით?
გიორგი
05 დეკემბერი 2023 15:44
8
ფეხბურთის ფედერაციამ უნდა აუხსნას გულშემატკივრებს რომელ ნომინაციაზე მიიღო ხვიჩამ საუჯეთესო ფეხბურთელის პრიზი და რომელში ოსიმენმა!
თემური
05 დეკემბერი 2023 15:23
4
ხვიჩას მეუღლეს, ძალიან ვულგარულად აცვია! მითუმეტეს როცა ცოტა პუტკუნა ხარ, არ არის საჭირო დეკოლტიანი კაბით პოზირება. ისე აცმევენ თითქოს ოპერაში გამოდის სასიმღეროდ, თანაც ეს დოინჯშემოყრილი სიარულიც არ უხდება!
???!!!
05 დეკემბერი 2023 14:25
14
არანაირი გამართლება არ აქვს ნიცას ჩაცმულობას. პატარა გოგოა ასაკითაც და შემოსეს როგორც კაი დიდი დაბრძმედებული ქალივით. "ჭკუის კოლოფებს" ვისაც მოგწონთ, ამით ხო ხაზსს უსმევთ, თქვენს დაბალ გემოვნებას.
???!!!
05 დეკემბერი 2023 16:51
4
პუტკუნა კი არა ორსულადაა, ჭკუისკოლოფ..
gio
05 დეკემბერი 2023 16:06
5
ყველა გამოხმაურება
კი კვარა გახდა სეზონის MVP, ბოლო თამაშში გადასცეს კიდეც პრიზი და მაგის ფოტოებიც ბევრგან დევს.. ეს რაღაც სხვა ნომინაციებია
toti
05 დეკემბერი 2023 13:42
3
ეს არის ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოვება.ოსიმენი დაასახელეს სერიას საუკეთესო ფეხბურთელად და არა ხვიჩა.ასე რო მოეშვით ამ დაბოლებებს რა.
zaza
05 დეკემბერი 2023 13:38
14
მე ისე ვიცოდი ჟურნლისტებისგან, რომ კვარაცხელია იყო საუკეთესო. გვატყუებდნენ?
მორიელი
05 დეკემბერი 2023 12:40
3
რა ოსიმენი და ათასი ორგანიზაციის დაჯილდოვება? კვარა არის სეზონის საუკეთესო და მორჩა. ხომ დასახელდა უკვე და ეს ფეხბურთის ასოციაცია რაღაა? აგერ ბატონო ლინკი https://en.wikipedia.org/wiki/2022%E2%80%9323_Serie_A
bebe
05 დეკემბერი 2023 11:20
8
გილოცავთ ხვიჩა❤️ კიდევ მრავალი ლამაზი გოლი !!!
ნამდვილი გულშემატკივარი
05 დეკემბერი 2023 09:41
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული