გველესიანმა პენალტი ვერ გაიტანა - "პერსეპოლისი" პლეი-ოფში ვერ გავიდა

AutoSharing Option
აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გიორგი გველესიანის „პერსეპოლისი“ სახლში 1:2 დამარცხდა უმოტივაციო კატარის „ალ დუჰაილთან“.

მასპინძლები დებიუტში დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრებმა მალევე გაათანაბრეს ანგარიში. 81-ე წუთზე გველესიანმა პენალტი ვერ გამოიყენა, როდესაც ბურთი ხარიხას გაარტყა, ცოტა ხანში კი მეტოქემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„პერსეპოლისმა“ E ჯგუფში 8 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, ჯგუფებში საუკეთესო სამ მეორეადგილოსანს შორის ვერ მოხვდა და გათამაშებას გამოეთიშა.

თეირანი. „აზადი“
პერსეპოლისი - ალ დუჰაილი 1:2
გოლები: 1:0 ზაჰედი (7), 1:1 მუნტარი (9), 1:2 ოლუნგა (83)
გამოუყენებელი პენალტი: გველესიანი
(81, პერსეპოლისი)

მკითხველის კომენტარები / 3 /
მიუხედავად ვერგატანილი პენალტისა ნაკრებში გამოსაძახებელია!
ლაშა
05 დეკემბერი 2023 23:26
3
დღეს ალბათ ერთ ერთი ცუდი მატჩი ქონდა, თუმცა მთლიანობაში ძალიან კარგი მცველია. ხშირად ერთვება შეტევაში.
გულშემატკივარი!
06 დეკემბერი 2023 00:43
1
Samwuxarod penalis shemdegi golic misi brali iyoo :(
L.J .
06 დეკემბერი 2023 10:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული