"ბორდო" ისევ კაცნაკლული დარჩა და ისევ წააგო

AutoSharing Option
ლიგა 2-ის მეჩვიდმეტე ტურში „ბორდო“ გასვლაზე ერთ-ერთ აუტსაიდერ „რუანთან“ 2:3 დამარცხდა.

ჟირონდული გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 3:0 იყო და გაეტან ვაისბეკის გაძევების გამო „ბორდო“ კაცნაკლული იყო. რიცხობრივ უმცირესობაში მყოფებმა შეუტიეს, ალბერტ ელისმა დუბლი შეასრულა და შეხვედრა 3:2 დასრულდა.

„ბორდო“ 18 ქულით მეჩვიდმეტე ადგილზეა, გასავარდნ ზონაშია, 9 დეკემბერს თასზე სტუმრად ქვედალიგურ „ანგულემს“ დაუპირისპირდება, 16 დეკემბერს კი ჩემპიონატზე „სენტ-ეტიენს“ უმასპინძლებს.

ლე-პეტი კევილი. „რობერ დიოშონი“
რუანი - ბორდო
გოლები: 1:0 სუმანო (15), 2:0 კამარა (19), 3:0 კულიბალი (55),
3:1 ელისი (78), 2:3 ელისი (88)
გაძევება: ვაისბეკი (57, ბორდო)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული