ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" "ნანტთან" ფრეს მიაღწია

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეთვრამეტე ტურში „სენტ-ეტიენი“ საკუთარ მოედანზე, უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის უშუალო კონკურენს, „ნანტს“ დაუზავდა - 1:1.

„სენტ-ეტიენი“ პირველ ტაიმში უნიათოდ ირჯებოდა (0:1 წააგო), შესვენების შემდეგ თამაში გამოასწორა და შეცვლაზე შესულმა ოგუსტინ ბოაკიმ ლამაზი გოლით ანგარიში გაათანაბრა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: flashscore 6.9, sofascore 6.6, whoscored 6.3.

„სენტ-ეტიენი“ 17 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და 24 იანვარს გასვლაზე „ოსერს“ დაუპირისპირდება.

სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“
სენტ-ეტიენი - ნანტი 1:1
გოლები: 0:1 საიმონი (14), 1:1 ბოაკი (86)

altროგორი შეფასებები მიიღო

დავითაშვილმა პსჟ-სთან მატჩში?

altდავითაშვილმა დონარუმას გაუტანა - "სენტ-ეტიენი" პსჟ-სთან 1:2 დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული