მამარდაშვილის გარეშე - "ვალენსიამ" თასზე გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
ესპანეთის თასის 1/32-ფინალში „ვალენსიამ“ გასვლაზე მესამე დივიზიონის „აროსა“ 1:0 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

„ღამურების“ მწვრთნელმა რუბენ ბარახამ რიგ წამყვან ფეხბურთელებს და მათ შორის, გიორგი მამარდაშვილს, დასვენების საშუალება მისცა, რომლის ნაცვლად ხაუმე დომენეკი ათამაშა.

„ვალენსიას“ სადებიუტო გოლით გამარჯვება უკრაინელმა თავდამსხმელმა ივან იარემჩუკმა მოუპოვა. მან 82-ე წუთზე შეცვლა მოითხოვა და მოედანი დატოვა.

„ვალენსია“ შემდეგ მატჩს 9 დეკემბერს ლა ლიგაზე სტუმრად „ხეტაფესთან“ გამართავს.

ვილიაგარსია-დე-აროსა. „ლომბა“. 3 000 მაყურებელი
აროსა - ვალენსია 0:1
გოლი: იარემჩუკი (8)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ივან იარემჩუკი ადრე თამაშობდა კიევის დინამოშ 80-იანებში, სსრკ ნაკრებშიც გამოდიოდა.
ეეე
12:05 06-12-2023
1
იქნებ იარემჩუკი სულაც არაა ივანი და რომანია?!
ჟორჟ სამპაიო
09:13 06-12-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული