"კვარას" შესახებ კარგი კითხვა დამისვით, ამისთვის რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ" - რა თქვა მაცარიმ "იუვენტუსთან" მატჩის წინ

AutoSharing Option
ხვალ, 8 დეკემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სერია A-ს მე-15 ტურს, "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება გახსნის. "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ძალიან მცირე დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ დაშვებული შეცდომების გამო მალევე ვისჯებით და გოლს ვუშვებთ. ვეცდები, რომ გუნდმა კონტრშეტევებიდან გოლების გაშვება შეწყვიტოს. იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდს ვხვდებით, ვფიქრობ, ეს ჩვენთვისაც კარგი ტესტი იქნება იმის გასაგებად, თუ სად ვართ და კიდევ რის გაუმჯობესებაზე უნდა ვიმუშაოთ.

ჩემს ბიჭებთან მჭიდრო კავშირი მაქვს, მიღებულ
დავალებებს ბოლომდე ასრულებენ და ასი პროცენტით იხარჯებიან. ზოგ შემთხვევაში იღბალი გვაკლდება, რათა სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ.

რაც შეეხება დანაკლისს, სამწუხაროდ, ხვალინდელ მატჩში მარიო რუი ვერ დაგვეხმარება, სხვა ყველა ფეხბურთელი წესრიგშია, ოსიმენი სათამაშოდ ბოლომდე მზად არის, თუმცა ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენა სჭირდება.

ითამაშებს თუ არა "კვარა" მოედნის ცენტრში? კარგი კითხვაა. როდესაც ფეხბურთელები თავს კარგი თამაშით გვამახსოვრებენ, შემდეგ მწვრთნელებისთვისაც და მოთამაშეებისთვისაც პროგნოზირებადები ხდებიან, ამის გამო კი ხშირად მოედანზე ორმაგი და სამმაგი მეურვეობის ქვეშ ექცევიან. ხვიჩაც ასეთი ფეხბურთელების რიცხვს მიეკუთვნება. უნდა ვიპოვოთ გზა, რომ ის მცველებისგან გავათავისუფლოთ, თუმცა ასევე უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც მის ირგვლივ სამი მცველი მოქმედებს, სივრცეები თავისუფალი რჩება, ამის გამოყენებას უნდა ვეცადოთ", - განაცხადა მაცარიმ.

altხვიჩა "იუვეს" წინააღმდეგ, დი ლორენცოს ტრავმა და ფლანგელების გარეშე დარჩენილი "ნაპოლი"...

მკითხველის კომენტარები / 16 /
ლიოშას თვითმხილველი აღსარების ტექსტის თარგმანი:
"პირადი პრობლემები დამიგროვდა. ვარ გაღიზიანებული!"
დაკავებული, საქმიანი და წარმატებული
12:22 08-12-2023
2
სიცცრეები კი იქმნება მეორე მხარეს,მარა ვინაა გამომყენებელი???პრიქითუნდა ეცადონ,რომ კვარა იყოს ჩართულითამაშში რაც შეიძლება მეტად თუ უნდათ რეალურად შედეგები.
oto777
11:43 08-12-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული