"კვარას" შესახებ კარგი კითხვა დამისვით, ამისთვის რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ" - რა თქვა მაცარიმ "იუვენტუსთან" მატჩის წინ

AutoSharing Option
ხვალ, 8 დეკემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სერია A-ს მე-15 ტურს, "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება გახსნის. "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ძალიან მცირე დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ დაშვებული შეცდომების გამო მალევე ვისჯებით და გოლს ვუშვებთ. ვეცდები, რომ გუნდმა კონტრშეტევებიდან გოლების გაშვება შეწყვიტოს. იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდს ვხვდებით, ვფიქრობ, ეს ჩვენთვისაც კარგი ტესტი იქნება იმის გასაგებად, თუ სად ვართ და კიდევ რის გაუმჯობესებაზე უნდა ვიმუშაოთ.

ჩემს ბიჭებთან მჭიდრო კავშირი მაქვს, მიღებულ
დავალებებს ბოლომდე ასრულებენ და ასი პროცენტით იხარჯებიან. ზოგ შემთხვევაში იღბალი გვაკლდება, რათა სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ.

რაც შეეხება დანაკლისს, სამწუხაროდ, ხვალინდელ მატჩში მარიო რუი ვერ დაგვეხმარება, სხვა ყველა ფეხბურთელი წესრიგშია, ოსიმენი სათამაშოდ ბოლომდე მზად არის, თუმცა ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენა სჭირდება.

ითამაშებს თუ არა "კვარა" მოედნის ცენტრში? კარგი კითხვაა. როდესაც ფეხბურთელები თავს კარგი თამაშით გვამახსოვრებენ, შემდეგ მწვრთნელებისთვისაც და მოთამაშეებისთვისაც პროგნოზირებადები ხდებიან, ამის გამო კი ხშირად მოედანზე ორმაგი და სამმაგი მეურვეობის ქვეშ ექცევიან. ხვიჩაც ასეთი ფეხბურთელების რიცხვს მიეკუთვნება. უნდა ვიპოვოთ გზა, რომ ის მცველებისგან გავათავისუფლოთ, თუმცა ასევე უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც მის ირგვლივ სამი მცველი მოქმედებს, სივრცეები თავისუფალი რჩება, ამის გამოყენებას უნდა ვეცადოთ", - განაცხადა მაცარიმ.

altხვიჩა "იუვეს" წინააღმდეგ, დი ლორენცოს ტრავმა და ფლანგელების გარეშე დარჩენილი "ნაპოლი"...

მკითხველის კომენტარები / 16 /
გარსიაც კარგ რამეებს იძახდა თავიდან, მეტი და თან უფრო ზუსტი და დროული პასებით უნდა მოვამარაგოთო და ა. შ. მაგრამ საქმით ვერაფერი შემოგვთავაზა და მართალია, ყველაფერი მასვე დაბრალდა, მაგრამ პირველი დამნაშავე პრეზიდენტი და მისი წუწურაქობაა. ლიგის მოგება მინდაო და გაძლიერების ნაცვლად საშუალოზე დაბალი დონის ნახევარმცველებით გაავსო გუნდი. ჰგონია ყოველ ჯერზე ისე გაუმართლებს, როგორც კვარას ტრანსფერის დროს. მაცარიც ვერაფერს იზამს, თუ მოედნის ცენტრში კრეატიული პასების გამცემი და თან სწრაფად მოაზროვნე და მოძრავი არავინ დაიმატეს.
qomagi
16:25 07-12-2023
4
მოკლედ იმ დასკვნამდე მივედი, რომ სანამ ჩვენ არ მიგვიწვევს მაცარი მრჩევლებად, ნაპოლის არაფერი არ ეშველება.
ბადრი
17:50 07-12-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული