ბუდუ სასტარტოში იყო - "კარლსრუემ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის მე-16 ტურში „კარლსრუე“ გასვლაზე „ჰანოვერს“ დაუზავდა - 2:2.

სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ ბოლო ორ მატჩში სამი გოლის გატანის შემდეგ განაცხადა, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებდა და მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა სასტარტოში დააყენა. სტუმრები დებიუტში დაწინაურდნენ, როდესაც ლეონ იენსენმა პასი ქართველს გაუკეთა, რომელსაც მცველმა მარცელ ჰალსტენბერგმა კი დაასწრო, მაგრამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. შესვენების შემდეგ მასპინძელთა კარი ლარს სტინდლმა დალაშქრა. თუმცა, „ჰანოვერმა“ მალე ანგარიში შეამცირა, რის შემდეგაც, 76-ე წუთზე ზივზივაძე შეცვალეს. მასპინძლებმა კი კომპენსირებულ დროში ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.

„კარლსრუე“
18 ქულით მე-13 ადგილზეა და 17 დეკემბერს „ელვერსბერგს“ უმასპინძლებს.

ჰანოვერი. „ჰეიდენ არენა“
ჰანოვერი - კარლსრუე 2:2
გოლები: 0:1 ჰალსტენბერგი (11, საკ. კარში), 0:2 სტინდლი (53), 1:2 ფოგლზამერი (73), 2:2 მუროია (90+1)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული