კვარაცხელიას გამოუყენებელი შანსი - "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-15 ტურში „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

დებიუტში სტუმრები აშკარად უკეთ გამოიყურებოდნენ, თამაში სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა, პირველი მომენტები მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ ვლაჰოვიჩმა და კიეზამ ვერ გამოიყენეს. კვარაცხელიას კამბიასო მეურვეობდა და წესების დარღვევითაც აჩერებდა. შემდეგ სწრაფი კონტრიერიშისას ოსიმენმა ხვიჩა მეკარე შესნისთან პირისპირ გაიყვანა და მან ბურთი მიზანს ააცილა. მერე შესნიმ სამიოდ მეტრიდან დი ლორენცოს არ გაატანინა, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა. ტაიმის ბოლოს "კვარას" გატი ეუხეშა, გაბრაზებულმა ქართველმა ბურთი ზურგში ესროლა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ტურინი. „ალიანც სტადიუმი“
იუვენტუსი
- ნაპოლი


დებიუტში სტუმრები აშკარად უკეთ გამოიყურებოდნენ, თამაში სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა, პირველი მომენტები მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ ვლაჰოვიჩმა და კიეზამ ვერ გამოიყენეს. კვარაცხელიას კამბიასო მეურვეობდა და წესების დარღვევითაც აჩერებდა. შემდეგ სწრაფი კონტრიერიშისას ოსიმენმა ხვიჩა მეკარე შესნისთან პირისპირ გაიყვანა და მან ბურთი მიზანს ააცილა. მერე შესნიმ სამიოდ მეტრიდან დი ლორენცოს არ გაატანინა, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ყველაფერი იდეალურად მიდის, ასე გააგრძელე ხვიჩასონ, მაგრად მისწორდება ასე დავარდნილს და გამწარებულს რომ გიყურებ. იმედია კიდე ჩაისვრი. მოკითხვა ტურინიდან.
ბიანკონერო
01:06 10-12-2023
0
ისტორია მეორდება(ქინქლაძე),ზურგში ბურთის სროლა (ჭანტურიას შეფურთხება უკნიდან),საგოლე მომენტების განიავება. ოსიმენი მაგას პასს აღარ მისცემს,ისევ თვითონ იფაფხურებს და გატანას ეცდება. არა, როგორ არ აცილებენ სხვებიც,მაგრამ სისტემატურად ? გაიგეთ ხალხო,ერთია რა მინდა და მეორეა რასაც ვხედავ.დროზე ადრე ირწმუნა კვარამ,რომ ვარსკვლავია...
ALONZO
23:02 09-12-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული