ხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-15 ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „იუვენტუსთან“ 0:1 დამარცხდა.

დებიუტში სტუმრები აშკარად უკეთ გამოიყურებოდნენ, თამაში სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა, პირველი მომენტები მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ ვლაჰოვიჩმა და კიეზამ ვერ გამოიყენეს. კვარაცხელიას კამბიასო მეურვეობდა და წესების დარღვევითაც აჩერებდა. შემდეგ სწრაფი კონტრიერიშისას ოსიმენმა ხვიჩა მეკარე შესნისთან პირისპირ გაიყვანა და მან ბურთი მიზანს ააცილა. მერე შესნიმ სამიოდ მეტრიდან დი ლორენცოს არ გაატანინა, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა. ტაიმის ბოლოს "კვარას" გატი ეუხეშა, გაბრაზებულმა ქართველმა ბურთი ზურგში ესროლა და ყვითელი ბარათი მიიღო.

მეორე ტაიმი ტურინელებმა აქტიურად დაიწყეს, საჯარიმოში
ჩაწოდებულ ბურთზე ბრძოლა გატიმ რაჰმანის და დი ლორენცოს მოუგო და მერეტის კარი დალაშქრა. აქედან მოყოლებული ნეაპოლელებმა ინიციატივა დაიბრუნეს, ოსიმენს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა, დი ლორენცომ არაზუსტად დაარტყა და 86-ე წუთზე „კვარა“ სიმეონემ შეცვალა, ხოლო ანგარიში არ შეიცვალა, "იუვემ" გაიმარჯვა და გალიდერდა.

„ნაპოლი“ 24 ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“ გამართავს.

ტურინი. „ალიანც სტადიუმი“
იუვენტუსი - ნაპოლი 1:0
გოლი: გატი (51)

მკითხველის კომენტარები / 44 /

კვარა უმაღლესი დონის ფეხბურთელია. მას ნებისმიერ დროს შეუძლია თამაშში განსხვავების შექმნა.მაგრამ ამ ფეხბურთელს დაფასება უნდა.პირველი-გინდა ხელფასის სახით. კაი რა.ნაპოლში საუკეთესო კვარაა,წინა სეზონის საუკეთესო მოთამაშე და ნაპოლში თითქმის ყველაზე ცოტას ღებულობს. რაც მაგრად ტეხავს და დიდი უსინდისობაა მის მიმართ. და რაც მასზე გარკვეულწილად მოქმედებს.მეორე- თამაშის დროს ასეთ ფეხბურთელს ხელისშეწყობა უნდა რასაც მწვრთნელი დგნა მისი თანაგუნდელები ვერ აკეთებენ დაბალი დონის თუ იგნონირების გამო.რაც ბევრ თამაშში გამოჩნდა.მესამე- კვარა ასე წინ და უკან არ უნდა დარბოდეს,რასაც დიდი ენერგია მიაქვს.სჯობია წინ დარჩეს ხოლმე და ასე უფრო შედეგს მოუტანს გუნდს.ასეთ პირობებში როგორც კვარაა,მესი და რონალდოც ვერ ითამაშებს. გუშინდელ თამაშზე იუვესთან კვარას ძაან ცოტა პასი მისცეს და მხოლოდ მარჯვენა ფრთა თამაშობდა.რა შედეგიც მოიტანა ყველამ ნახეთ და არასწორი იყო კიდევ ოსიმენზე თითქმის ყველა პასი.90 პროცენტი იკარგებოდა ან თვითონ კარგავდა. რაც შეეხება საგოლე მომენტის გაფუჭებას,ასეთი რამე ნებისმიერს შეიძლება დაემართოს.
კახა
13:49 09-12-2023
8

6

სიახლეები პოპულარული