რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსთან" მატჩში?

AutoSharing Option
სერია A-ს მე-15 ტურში "ნაპოლი" "იუვენტუსთან" 0:1 დამარცხდა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 87 წუთი გაატარა.

უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა ხვიჩას თამაში 6.7 ქულით შეაფასა, Whoscored-მა "კვარას" 6.6 ქულა დაუწერა, flashscore-მა კი 6.8.

„ნაპოლი“ 24 ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“ გამართავს.

altხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]

altანგისას ჟესტი კვარაცხელიას - კამერუნელმა ქართველის ქმედება არ მოიწონა

altრა რეაქცია ჰქონდა მაცარის ხვიჩა კვარაცხელიას გაცუდებულ მომენტზე [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 31 /
არ მიაქციო ყურადღება ამ უსინდისოების კომენტარებს, გოლი თუ გაგაქვს, კარგი, ხარ თუა არა და არა. უკვე სხვა გუნდების მოთამაშეებიც დაბოღმილები არიან შენს მიმართ და ყველანაირად ცდილობენ, გამოგიყვანონ წონასწორობიდან. შენ ერთ წელიწადში ამდენს მიაღჭიე, ისინი კი ტყუილად ირჯებოდნენ.
ლალუკა
09 დეკემბერი 2023 23:21
1
Რა საბრალო სექტანტი ხარ
Კახა-ს
09 დეკემბერი 2023 20:50
1
ქართული ანდაზა"წმინდად და მსხვილად დაფქულს,ერთი ფასი აქონდაო".შარშან ყველას უჩვენა,რას წარმოადგენს,მაგრამ მხოლოდ გასაყიდი ფასი მოუმატეს.ამ ჩემპიონატის მესამედიც გავიდა და მიუხედავად იმისა,რომ რამდენჯერმე,საუკეთესო იყო,მისი ხელფასის მომატებაზე,ისევ სიჩუმეა.სწორედ მაგაზეა,ეს ანდაზა.რატომ უნდა იმტვრიოს ფეხები,თუ მაინც არ დაუფასებენ?!"ცარიელმა თითმა,პირი გამომქლირტაო",ესეც ჩვენებური ანდაზაა.არც რუბინის ხელმძღვანელობას დაუჯდა კარგად,ხვიჩას მიმართ,ასეთი საქციელი და სავარაუდოდ,დე ლავრენტისიც,ბევრს წააგებს.მხოლოდ ხვიჩა არა,ზელინსკი და ოსიმენიც მოტყუებულები არიან და კი ხედავთ,არც ისინი იკლავენ,დიდად თავს.ეს ჩემპიონატი,უკვე დაკარგულია და მომავალში,ეს ფეხბურთელები,ნაპოლის,სავარაუდოდ,გაცილებით იაფად დატოვებენ.იმ ფასის ნახევარსაც აღარავინ გადაუხდის,ვიდრე დღესაა მათი ფასი.გასული სეზონი,ამ ბიჭების დახმარებით,ნაპოლიმ,79 მილიონის მოგებით დაასრულა,მაგრამ მათი გაყიდვიდან შესაძლო შემოსავალი,შეიძლება,უფრო მეტადაც შემცირდეს.თუ ცუდი შედეგების მიზეზი,უნდათ,შარშანდელი და ახლანდელი მაპოლის თამაშში,ბურთის მოძრაობის სისწრაფე შეადარონ და ეგ,უკვე მეორე მთავარი მიზეზი იქნება,ნაპოლის დამარცხებებისა.განტევების ვაცს ეძებენ?თუ უნდათ,კი ბატონო,იყოს ხვიჩა,მაგრამ გაუშვან გუნდიდან.ნაპოლის გულშემატკივარია ცოდვა,მაგრამ ვფიქრობ,ისინიც კარგად ხვდებიან,რა ხდება.
სოსო
09 დეკემბერი 2023 16:44
8

კვარა უმაღლესი დონის ფეხბურთელია. მას ნებისმიერ დროს შეუძლია თამაშში განსხვავების შექმნა.მაგრამ ამ ფეხბურთელს დაფასება უნდა.პირველი-გინდა ხელფასის სახით. კაი რა.ნაპოლში საუკეთესო კვარაა,წინა სეზონის საუკეთესო მოთამაშე და ნაპოლში თითქმის ყველაზე ცოტას ღებულობს. რაც მაგრად ტეხავს და დიდი უსინდისობაა მის მიმართ. და რაც მასზე გარკვეულწილად მოქმედებს.მეორე- თამაშის დროს ასეთ ფეხბურთელს ხელისშეწყობა უნდა რასაც მწვრთნელი დგნა მისი თანაგუნდელები ვერ აკეთებენ დაბალი დონის თუ იგნონირების გამო.რაც ბევრ თამაშში გამოჩნდა.მესამე- კვარა ასე წინ და უკან არ უნდა დარბოდეს,რასაც დიდი ენერგია მიაქვს.სჯობია წინ დარჩეს ხოლმე და ასე უფრო შედეგს მოუტანს გუნდს.ასეთ პირობებში როგორც კვარაა,მესი და რონალდოც ვერ ითამაშებს. გუშინდელ თამაშზე იუვესთან კვარას ძაან ცოტა პასი მისცეს და მხოლოდ მარჯვენა ფრთა თამაშობდა.რა შედეგიც მოიტანა ყველამ ნახეთ და არასწორი იყო კიდევ ოსიმენზე თითქმის ყველა პასი.90 პროცენტი იკარგებოდა ან თვითონ კარგავდა. რაც შეეხება საგოლე მომენტის გაფუჭებას,ასეთი რამე ნებისმიერს შეიძლება დაემართოს.
კახა
09 დეკემბერი 2023 15:07
8
ხვიჩას თამაში მაგონებს იმ ფეხბურთელის თამაშს, რომელსაც აიძულებენ ერთი წელიც გაძლოს საფეხბურთო კლუბში სანამ ფიფა-ს პრეზიდენტად დანიშნავენ ..
ალეკო
09 დეკემბერი 2023 14:57
8
ჯირყვლები დაბერილი რომქონდა ხარივით იყო მიდიოდა ურჩად !!
beqa
09 დეკემბერი 2023 11:46
6
რომ ვუფიქრდები, რამდენი დრო მაქვს ფუჭად გახარჯული და რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა იმ დროში - ასეა ხვიჩასთანაც, არ ფიქრობს ამტანობის გაზრდაზე და მისი შეტევების ინტენსივობამ იმიტომ იკლო
1.2.3.4.5.6.
09 დეკემბერი 2023 11:14
7
ბიჭებო ძალიან გვიხარია ხვიჩას ყველა წარმატება, მაგრამ უნდა ვაღიაროთ რომ ეს სეზონი არ გამოსდის, გაუთავებელი კამათები მსაჯებთან, უგოლო მატჩები, ბურთის ხშირად უკან დახევა. ვიღაცამ უნდა დაარიგოს დაეშვას ციდან და ისევ ის ხვიჩა გახდეს რომელმაც თავი ასე შეგვაყვარა.
Gigola
09 დეკემბერი 2023 11:05
7
სამწუხაროდ, ვერცერთ გრანდთან ხვიჩამ ვერ გამოიჩინა თავი, ეხლა ვიღაც საწყალ გუნდს გამოიჭერენ და მოუგებენ, შეიძლება კვარამ გოლიც გაიტანოს და დაიწყება ისევ ქება დიდება....
სტაბილურობა აკლია ხვიჩას, ჯერ კიდევ ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე, დღეს ნაპოლის ლიდერი არ ყავს, ეს არის გუნდის პრობლემა.
სააკაძე
09 დეკემბერი 2023 10:53
5
ხვიჩა თავი აწიე, წვერი გაიპარსე და დამშვიდდი. ყველაერი კარგად იქნება.
ამო
09 დეკემბერი 2023 10:49
2

სიახლეები პოპულარული