"პრობლემა კვარაში უფროა თუ "ნაპოლიში?" - მერაბ მეტრეველი

AutoSharing Option
სერია A-ს მე-15 ტურში ტურინში "ნაპოლის" 0:1 მარცხს ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი გამოეხმაურა:

"პრობლემა კვარაში უფროა თუ "ნაპოლიში"?

ერთი მხრივ გვაქვს ბოლო დროს ხვიჩას გაფუჭებული კარგი მომენტები, მაგრამ მეორე მხრივ გვაქვს ხვიჩას გატანილი სამი გოლი ნაკრების ორ თამაშში, თან შოტლანდიასთან და ესპანეთთან. იქნებ, საქმე პოზიციაშია?

გავიხსენოთ, რომ ხვიჩა ნაკრებში ცენტრში და წინ თამაშობდა, მეორე თავდამსხმელად და ნამდვილი ცენტრფორვარდივით გაიტანა გოლები (მისი დღეს იუვესთნ გაფუჭებული მომენტი ვერ დაჩრდილავს მის ამ უნარს). იქნებ, დროა "ნაპოლიმაც" ის სხვა პოზიციაზე მოსინჯოს. ტაქტიკა შეცვალოს
და "იუვენტუსვით" სამი მცველით და ორი თავდამსხმელით ითამაშოს?

ამით ორ პრობლემას მოაგვარებდა : დირკა დაცვას გამოასწორებდა და კვარასაც უფრო ეფექტურს გახდიდა, მაგრამ არა, ჯიუტად არ ცვლიან ამ 4-3-3 -ს. თან მარცხენა მცველიც არ ყავთ, რომ ხვიჩას ფლანგზე დაეხმაროს. შედეგად თამაში სულ მარჯვენა ფლანგზე მიდის და კვარასთზნ ბურთი იშვიათადაა.
p.s. ის გოლი რომ უნდა გაეტანა, მაგაზე არაა საუბარი. ასეთი რამეები ხდება. პოსტი ზოგადად მის ბოლო პერიოდს ეხება" - წერს მერაბი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
კვარამ ერთი ბურთი გააფუჭა და ამის საპასუხოდ რა ვქნათ? ნაპოლიდან დავაქვეითოდ და გადმოვიყვანოთ წალენჯიხის "სქურში". ვაი თქვენს პატრონს "ანტი - კვარებო".
ფეხბურთი თუ არ გითამაშიათ - ყურება და ანალიზის გამოტანა მაინც ისწავლეთ!!!
ვაჟა მასწავლებელი
16:48 09-12-2023
6
დააკვირით როგორც რაღაც არ გამოუვა მაშინვე იკეტება ფიქრს იწყებს. კიდე ისიცაა დაცვა კატასტროფაა, გოლის მერე რეაგირება არააქ გუნდს. მოკლედ შარშანდელი ნაპოლის აჩრდილიც არაა ნათანი ჟეზუსი და რაჰმანი დინამოში
beqa
11:38 09-12-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული