"გეტყვით, კვარაცხელიას რატომ უჭირს" - რა თქვა მაცარიმ "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ "იუვენტუსთან" (0:1) მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა. იტალიელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ ქართველი მის უკან მდგომი განაპირა მცველისგან საკმარის დახმარებას ვერ იღებს.

"ჩემმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს, თითქმის მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში "იუვენტუსი" საკუთარ საჯარიმოში მოქმედებდა და წინსვლას ვერ ახერხებდნენ. ჩემი აზრით, თუ ასე გავაგრძელებთ, ზედიზედ რამდენიმე მატჩის მოგებას ძალიან მალე შევძლებთ. მომენტებს ვერ ვიყენებთ, არ გვიმართლებს.. თუმცა ვაღიარებ, რომ გარკვეულ ასპექტებზე სამუშაო გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ ვიქნებოდი.

რატომ ვეღარ
თამაშობს ძველებურად კვარაცხელია? ტიტულის მოგების შემდეგ, მეტოქეები შენი საუკეთესო მოთამაშეების თამაშს სწავლობენ. კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მოგეხსენებათ, დაცვის მარცხენა ფლანგზე ტრავმირებული მოთამაშეები გვყავს, ეს კი "კვარას" თამაშზე გავლენას ახდენს. მას ფლანგზე არ ჰყავს პარტნიორი, რომელიც თუნდაც ერთ მეტოქეს მაინც მოაშორებს და მეტ თავისუფლებას მისცემს. ძანოლის მოედანზე შემოსვლის შემდეგ, ხვიჩა თავს უკეთესად გრძნობდა", - განაცხადა მაცარიმ.

„ნაპოლი“ 24 ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“ გამართავს.

alt"პრობლემა კვარაში უფროა თუ "ნაპოლიში?" - მერაბ მეტრეველი

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსთან" მატჩში?

altხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]

altრა რეაქცია ჰქონდა მაცარის ხვიჩა კვარაცხელიას გაცუდებულ მომენტზე [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 27 /
პენალი გააფუჭა არაუშავს ბოლო დარტყმა გააცუდა არაუშავს რეალთან არ დაარტყა არაუშავს ხოდა მიიღეთ არაუშავს ფეხბურთელი
beqa
09 დეკემბერი 2023 12:22
38
რა უნდა ექნათ,ბექა ? ისე აშკარად კმაყოფილილი ხარ,არა? ბედნიერიც,ასი წლის მუკი-ი შექმნეს შენნაირებმა,დღეს რა გქვიათ შენ იცოდე
ადამიანი
09 დეკემბერი 2023 12:55
4
რაო სანაიმ?
ადამიან-ს
09 დეკემბერი 2023 13:07
9
ვფიქრობ, რომ კვარაცხელიას ჩავარდნის ძირითადი მიზეზი სწრაფი საფეხბურთო აზროვნების დაქვეითებაა. განვიხილოთ ასეთი მაგალითი: შარშანდელ სეზონში "ატალანტას" კარში ხვიჩას გატანილი გოლი (ლა ლიგაში საუკეთესო) და გუშინ ხვიჩას გაცუდებული დარტყმა "იუვენტუსის" კარში, დამეთანხმებით ალბათ, გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს. და რა გააკეთა მაშინ ხვიჩამ: ოსიმენის მარჯვნიდან მოწოდებული პასი დასარტყმელად მოამზადა მარჯვენა ფეხით. წინ ედგა 4 მცველი. ოთხივე ბურთს გადაეფარა, მაგრამ ხვიჩამ უსწრაფესად გადაიტანა ბურთი უკვე მარცხენა ფეხზე - ოთხივე მცველი გადმოდის მარცხნივ. ხვიჩა მესხის სტილში ისევ ამუხრუჭებს ბურთს და გადააქვს ისევ მარჯვენა ფეხზე. ამ დროს მცველების დასახმარებლად დაზღვევაზე გადმოდის კიდევ 4 (!) მცველი და ხვიჩა 8 მოწინააღმდეგის გარემოცვაში უშეცდომოდ ურტყამს "ატალანტას" კარში. ახლა რა მოხდა გუშინ: ისევ ოსიმენის შესანიშნავი პასი მარჯვნიდან და ხდება საოცრება - იუვენტუსის დაცვა წასულია პიცის მოსატანად, ხვიჩა მარტოა მეკარესთან პირისპირ, მეკარე გაშლილი ხელებით გამორბის შესახვედრად, ხვიჩას აქვს დრო მეკარის გვერდის ასაქცევად, მაგრამ ურტყამს მაღალ ბურთს (??) და აცილებს. მატჩის ბედი ფაქტიურად გადაწყვეტილია. ხვიჩაც ფსიქოლოგიურად გატყდა. "იუვენტუსი" ასეთ საჩუქრებს ხშირად არ არიგებს.
დობო
09 დეკემბერი 2023 15:15
7
ერთ მწვრთნელს აქვს ნათქვამი ადრე სპორტსმენი იყო და პოტენციალის ქონდა .20 წლის ასაკში გადაწყვიტა ოჯახის შექმნა დ დრო ნაკლებად დაუთმო სპორტს...სიყვარულმა გადარია....და ბოლოს მწვრთნელი არი ახლა.
კვარცხელიას ნაადრევმა დაოჯახებამ გამოიწვია ეს ყველაფერი რასაც დღეს ვხედავთ.
ადამიანი
09 დეკემბერი 2023 14:02
12
ვალტერ,სჯობს ლიგის თამაშზე იფიქრო,რადგან იქ წაგების შემთხვევაში ეთიშები ჩემპიონთა ლიგასაც.საკმაოდ დიდი შანსია ბრაგამაც მოგიგოთ...
Master
09 დეკემბერი 2023 13:07
6
სრულიად გეთანხმები, ნაპოლის თამაშს რომ ვუყურებ ბრაგასთან შანსები 50/50 ზეა.
ზოლა
09 დეკემბერი 2023 13:53
3
მშვიდად, ყველაფერი რიგზე იქნება.
გიორგი
09 დეკემბერი 2023 16:31
5
ყველას აბრალებთ ხვიჩას ცუდ თამაშს გარდა მთავარი დამნაშავისა, თვითონ ხვიჩასი.კაცმა ქალი წინ დააყენა და თავდადებულ ვარჯიშს თბილი ლოგინი არჩია.მაშინაც კი როცა საქართველოს ასე სჭირდებოდა ოლიმპიადაზე მოსახვედრად.ასეთი ნიჭი გაფლანგო დანაშაულია.შეეშვით სხვების დანაშაულებას.განსაკუღრებით ამაზრზენია ხელფასებზე საუბარი,როცა მილიონერი გახდა.
ვა რა დონეა
09 დეკემბერი 2023 15:04
19
რამ გაგაბოროტა ასე?
გიორგი
14 დეკემბერი 2023 00:50
0
ესეთ ნაპოლის ბრაგა გადაუვლის...რაც შეეხება კვარას ,შეშინებულია უკვე დიდი ხანია.. თავს არიდებს ბურთს.. დააკვირდით კარგად.. არ იხსნება ან ისეთ ადგილას შედის სადაც ორი კაცი მინიმუმ არი.. კაცის მოტყუებაზე და დრიბლინგებზე მორჩა ლაპარაკი..
Vito
09 დეკემბერი 2023 14:49
15
სამწუხაროდ, ამ თაობასთან დაკავშირებული ოპტიმისტური მოლოდინები დღეს საბოლოოდ უნდა შევაფასო როგორც არარეალური. 7-10 წელი დაველოდები შემდეგ თაობას. თქვენც დაისვენეთ.
ქ. გ.
09 დეკემბერი 2023 13:25
10
ხვიჩას,2-3 კაცი სდარაჯობდა.როცა გააფრთხილეს,იმ მომენტში,მეტოქემ,ბურთი ხელიდან გააგდებინა და რაღაცა მიაძახა,რაზეც ხვიჩასც აენთო.ნორმალური მსაჯი,სულ ცოტა ორივეს გააფრთხილებდა,მაგრამ აქაც,და სხვა მომენტებშიც,ცალმხრივი პოზიცია დაიკავა.ძალიან დიდი ხანია,ამაზე საუბრობენ,რომ მსაჯები,ღარიბ სამხრეთულ გუნდებს არ სწყალობენ დაუკვე იმასაც მივეჩვიეთ,რომ დიდი გუნდების მცველები,როცა სჭირდება,დაუნდობლად და დაუსჯელად სცემენ,მეტოქის ტექნიკურ ფეხბურთელებს.მათ შორისაა ხვიჩაც.ძანოლის შემოყვანის შმდეგ,ხვიჩა გაცოცხლდა და მიყოლებით ორჯერ სახიფათო შეტევა წამოიწყო.მეორე მომენტის შემდეგ,ჩემდა გასაკვირად,ხვიჩა,იმ წამსვე შეცვალეს.არა და მანამდე,მასთან ბურთი,თითქმის არ მიდიოდა.ხვიჩას შეცვლის შემდეგ,ნაპოლის,საერთოდ აღარაფერი შეუქმნია და ეტყობა,ეგეც ხვიჩას ბრალია.
სოსო
09 დეკემბერი 2023 20:58
2
მწვრთვნელმა რა უნდა ქნას როცა კვარას დონის თავდასხმელი ყავს რომელიც ასეთ ბურთს ვერ იტანს?
ამაშია საქმე
09 დეკემბერი 2023 15:34
8

სიახლეები პოპულარული