"გეტყვით, კვარაცხელიას რატომ უჭირს" - რა თქვა მაცარიმ "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ "იუვენტუსთან" (0:1) მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა. იტალიელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ ქართველი მის უკან მდგომი განაპირა მცველისგან საკმარის დახმარებას ვერ იღებს.

"ჩემმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს, თითქმის მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში "იუვენტუსი" საკუთარ საჯარიმოში მოქმედებდა და წინსვლას ვერ ახერხებდნენ. ჩემი აზრით, თუ ასე გავაგრძელებთ, ზედიზედ რამდენიმე მატჩის მოგებას ძალიან მალე შევძლებთ. მომენტებს ვერ ვიყენებთ, არ გვიმართლებს.. თუმცა ვაღიარებ, რომ გარკვეულ ასპექტებზე სამუშაო გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ ვიქნებოდი.

რატომ ვეღარ
თამაშობს ძველებურად კვარაცხელია? ტიტულის მოგების შემდეგ, მეტოქეები შენი საუკეთესო მოთამაშეების თამაშს სწავლობენ. კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მოგეხსენებათ, დაცვის მარცხენა ფლანგზე ტრავმირებული მოთამაშეები გვყავს, ეს კი "კვარას" თამაშზე გავლენას ახდენს. მას ფლანგზე არ ჰყავს პარტნიორი, რომელიც თუნდაც ერთ მეტოქეს მაინც მოაშორებს და მეტ თავისუფლებას მისცემს. ძანოლის მოედანზე შემოსვლის შემდეგ, ხვიჩა თავს უკეთესად გრძნობდა", - განაცხადა მაცარიმ.

„ნაპოლი“ 24 ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“ გამართავს.

alt"პრობლემა კვარაში უფროა თუ "ნაპოლიში?" - მერაბ მეტრეველი

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსთან" მატჩში?

altხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]

altრა რეაქცია ჰქონდა მაცარის ხვიჩა კვარაცხელიას გაცუდებულ მომენტზე [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 27 /
პენალი გააფუჭა არაუშავს ბოლო დარტყმა გააცუდა არაუშავს რეალთან არ დაარტყა არაუშავს ხოდა მიიღეთ არაუშავს ფეხბურთელი
beqa
12:22 09-12-2023
38
ერთ მწვრთნელს აქვს ნათქვამი ადრე სპორტსმენი იყო და პოტენციალის ქონდა .20 წლის ასაკში გადაწყვიტა ოჯახის შექმნა დ დრო ნაკლებად დაუთმო სპორტს...სიყვარულმა გადარია....და ბოლოს მწვრთნელი არი ახლა.
კვარცხელიას ნაადრევმა დაოჯახებამ გამოიწვია ეს ყველაფერი რასაც დღეს ვხედავთ.
ადამიანი
14:02 09-12-2023
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული