"გეტყვით, კვარაცხელიას რატომ უჭირს" - რა თქვა მაცარიმ "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ "იუვენტუსთან" (0:1) მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა. იტალიელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ ქართველი მის უკან მდგომი განაპირა მცველისგან საკმარის დახმარებას ვერ იღებს.

"ჩემმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს, თითქმის მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში "იუვენტუსი" საკუთარ საჯარიმოში მოქმედებდა და წინსვლას ვერ ახერხებდნენ. ჩემი აზრით, თუ ასე გავაგრძელებთ, ზედიზედ რამდენიმე მატჩის მოგებას ძალიან მალე შევძლებთ. მომენტებს ვერ ვიყენებთ, არ გვიმართლებს.. თუმცა ვაღიარებ, რომ გარკვეულ ასპექტებზე სამუშაო გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ ვიქნებოდი.

რატომ ვეღარ
თამაშობს ძველებურად კვარაცხელია? ტიტულის მოგების შემდეგ, მეტოქეები შენი საუკეთესო მოთამაშეების თამაშს სწავლობენ. კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მოგეხსენებათ, დაცვის მარცხენა ფლანგზე ტრავმირებული მოთამაშეები გვყავს, ეს კი "კვარას" თამაშზე გავლენას ახდენს. მას ფლანგზე არ ჰყავს პარტნიორი, რომელიც თუნდაც ერთ მეტოქეს მაინც მოაშორებს და მეტ თავისუფლებას მისცემს. ძანოლის მოედანზე შემოსვლის შემდეგ, ხვიჩა თავს უკეთესად გრძნობდა", - განაცხადა მაცარიმ.

„ნაპოლი“ 24 ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“ გამართავს.

alt"პრობლემა კვარაში უფროა თუ "ნაპოლიში?" - მერაბ მეტრეველი

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსთან" მატჩში?

altხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]

altრა რეაქცია ჰქონდა მაცარის ხვიჩა კვარაცხელიას გაცუდებულ მომენტზე [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 27 /
ხალხო, სხვა გზა არ არის, უნდა დავიკიდოთ ხვიჩას მოძულე ავადმყოფები. დააიგნორეთ ამათი გესლი და ეკაიფეთ :)
გიორგი
14 დეკემბერი 2023 01:12
0
რამდენი ავადმყოფი ყოფილა ამ ჩვენს ქვეყანაში. შერიანი, დაბოღმილი ლუზერების ლეგიონი...
გიორგი
14 დეკემბერი 2023 00:56
0
Visac amogwont kvaras tamashi da ganikitxavt aba tqven tavs shexedet riti asaxelet saqartvelo turtliano muqt xorebo kvaras mere italiashi qartvelebs adamianebat axiqvamen
Qartveli
13 დეკემბერი 2023 14:55
0
ისე მაგარი როცა ხარ მარტო ეთამაშები მთელ გუნდს? რონალდინიო...მესი..მარადონა...ბრაზილიელი რონალდო...დედამიწაზე დაშვების დროა კვარას ბრმა ფანებო.
მე ქართველი ვარ
10 დეკემბერი 2023 19:29
9
ქართველი ვერ ხარ, ჯიგარო.
გიორგი
14 დეკემბერი 2023 00:45
0
ბურთი სულ მარჯვენა ფლანგზეა, ეს მარცხენა მცველის და დი ლორენცოს ბრალია:მარცხენა მცველი ძალიან სუსტია, დი ლორენცო - ძლიერი, ამიტომ ურჩევნიათ დი ლორენცომ წამოიწყოს შეტევა. თუ ასე გაგრძელდა, კვარა უნდა გადავიდეს სხვა გუნდში, თორემ ჩაქრება როგორც ფეხბურთელი, თავი უნდა დაანებოს მარცხენა ფლანგს და ითამაშოს ცენტრში
ირაკლი
10 დეკემბერი 2023 00:18
3
ერთი სიტყვით დავწერ ნუ შეუკიკინეთ კვარას რა
ბორის
09 დეკემბერი 2023 22:56
4
ხვიჩას,2-3 კაცი სდარაჯობდა.როცა გააფრთხილეს,იმ მომენტში,მეტოქემ,ბურთი ხელიდან გააგდებინა და რაღაცა მიაძახა,რაზეც ხვიჩასც აენთო.ნორმალური მსაჯი,სულ ცოტა ორივეს გააფრთხილებდა,მაგრამ აქაც,და სხვა მომენტებშიც,ცალმხრივი პოზიცია დაიკავა.ძალიან დიდი ხანია,ამაზე საუბრობენ,რომ მსაჯები,ღარიბ სამხრეთულ გუნდებს არ სწყალობენ დაუკვე იმასაც მივეჩვიეთ,რომ დიდი გუნდების მცველები,როცა სჭირდება,დაუნდობლად და დაუსჯელად სცემენ,მეტოქის ტექნიკურ ფეხბურთელებს.მათ შორისაა ხვიჩაც.ძანოლის შემოყვანის შმდეგ,ხვიჩა გაცოცხლდა და მიყოლებით ორჯერ სახიფათო შეტევა წამოიწყო.მეორე მომენტის შემდეგ,ჩემდა გასაკვირად,ხვიჩა,იმ წამსვე შეცვალეს.არა და მანამდე,მასთან ბურთი,თითქმის არ მიდიოდა.ხვიჩას შეცვლის შემდეგ,ნაპოლის,საერთოდ აღარაფერი შეუქმნია და ეტყობა,ეგეც ხვიჩას ბრალია.
სოსო
09 დეკემბერი 2023 20:58
2
თუ წინა თამაშებში ნაპოლის შეტევების 60%-ზე მეტი მარჯვენა ფრთიდან ხორციელედებოდა, იუვესთან ეს რიცხვი 80%-ამდე გაიზარდა. მართალი მარცხენა ფრთის ბიჭები ტრამვირებულები არიან, მაგრამ ამ ფრთაზე ქვოტა შევსილია და შეტევა აქედანაც უნდა მიდიოდეს.
ჟორა გაბრიჭიძე
09 დეკემბერი 2023 19:05
2
სხვებზეც დაწერეთ,ამის მეტი არავინ თამაშობს ? კვარა არა კვახი
ვახო
09 დეკემბერი 2023 17:32
39
მართლა კვახი ხარ შენც და შენნაირებიც! ....................................!!!
გივი
09 დეკემბერი 2023 22:30
2
მშვიდად, ყველაფერი რიგზე იქნება.
გიორგი
09 დეკემბერი 2023 16:31
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული