ხვალ, სერია A-ს მე-15 ტურში "ტორინო" სტუმრად "ფროზინონეს" დაუპირისპირდება. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ტურინული გუნდის მწვრთნელმა ივან იურიჩმა მცველი საბა საზონოვი შეაქო, რომელიც ცხვირზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ მწყობრში ჩადგა.
ხორვატმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ საზონოვისა და კოფი ჯიჯის დაბრუნებას ელის და მათი იმედი აქვს.
"საზონოვი ერთ-ერთი იმ იმ ფეხბურთელთაგანია, რომლისთვისაც ყველაფერს გავიღებდი. მას გიჟური მენტალიტეტი აქვს, გაუმჯობესებას ყოველდღიურად ცდილობს. უთამაშებლად წინ მიიწევს, რაც ადვილი არაა. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატში დაგვეხმარება. "ტორინოში" მისი თავგადასავლით ძალიან კმაყოფილი ვარ, სადაც იცის, რომ სხვა ფეხბურთია და
შეიძლება სირთულეები შეექმნას. საზონოვი თავისი შრომის გათვალისწინებით, მიზანს მიაღწევს, რადგან მუდამ შესაძლებლის მაქსიმუმს აკეთებს".