ჩაკვეტაძე დაბრუნდა - "უოტფორდმა" "საუთჰემპტონთან" ქულა მოიპოვა

AutoSharing Option
ჩემპიონშიფის მე-20 ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „საუთჰემპტონთან“ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით მიაღწია ფრეს - 1:1.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც საზარდულის ტრავმა ჰქონდა, მე-80 წუთზე შევიდა შეცვლაზე.

„უოტფორდმა“ ბოლო სამი მატჩიდან ორი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, 28 ქულით მეათე ადგილზეა და 12 დეკემბერს „იფსვიჩს“ უმასპინძლებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - საუთჰემპტონი 1:1
გოლები: 0:1 ადამსი (56), 1:1 ჰილი (90+6)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული