როგორ ავხსნათ ის, რაც ხვიჩას თავს ხდება - "რატომ მაინცდამაინც მე?!"

AutoSharing Option
"უნარები და ჩვევები, რამაც ჩვენი წარმატება და სტატუსი განაპირობა, შესაძლოა, შემდგომი წინსვლისთვის აღარ იყოს საკმარისი" - ეს მარშალ გოლდსმითის სიტყვებია. თანამედროვე ფეხბურთში ვარსკვლავების ხვედრი რთულია, მოწინააღმდეგე ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი გზით გაიძულებს, მუდმივად სიახლეზე იფიქრო, საკუთარ შესაძლებლობებს რაღაც განსხვავებული შესძინო.

ხვიჩა კვარაცხელია ის კაცია, რომელიც ერთ ადგილას არასდროს ჩერდება და ზუსტად იცის, თავისი მიზნების განმსაზღვრელი ხაზი მაქსიმალურად შორს უნდა გაავლოს; ძალისხმევისა და რესურსების შეთავსებაც კარგად შეუძლია... პირველი შთამბეჭდავი წლის შემდეგ ბევრი წინაღობაა. როცა რაღაც ახალზე ვსაუბრობთ, აქ მხოლოდ ცალკეული ფეხბურთელი
არ უნდა ვიგულისხმოთ, მწვრთნელსა და თანაგუნდელებზეც ითქმის, ეს ამბავი კი ბოლო დროს პრობლემურია...

რა შეგვიძლია დავასახელოთ ახლა ხვიჩა კვარაცხელიას წმინდა საფეხბურთო სირთულედ? - პასუხი იქნებ მარტივიცაა და რთულიც. "კვარა" ძველებურად შემართული არაა? - გამორიცხულია, ის ისევ ბევრს მოძრაობს, ეხმარება დაცვას, იგებს ორთაბრძოლებს. დრიბლინგი? - ვხედავთ, რომ მის წინააღმდეგ განსაკუთრებული მეურვეობაა, ამ დროს რთულია, ექსტრაორდინარული იყო, მუდამ გამწვავებაზე წახვიდე, ბურთის დაკარგვის და საპასუხო იერიშის განხორციელების საფრთხეც დიდია.

ხვიჩა ყველას გულებში, პირველ რიგში, მაინც იმის გამო შეიჭრა, ლამის მძლეოსნობად ქცეული დღევანდელი ფეხბურთი სიხალისითა და ფინტებით გაამრავალფეროვნა. იქნებ ეს ძველებურად რომ არ გამოსდის, ქართველ გარემარბზე წნეხს ზრდის. რა თქმა უნდა, რაღაც ისე თუ აღარაა, როგორც ადრე, ეს ფრუსტრაცია არაფრითაა, მსგავსი ფიქრები ჩვენებურს არ უნდა ჰქონდეს, ამას ზედმეტი საზრისი არ უნდა მიანიჭოს!..

Sportall.Ge

კვარაცხელია საკუთარ თავზე მუშაობს და ზუსტად იცის, პრობლემის გადაჭრაზე მიმართული აქტივობები როგორ დაგეგმოს. ამისთვის იქნებ სხვების დახმარებაც საჭიროა, შესაბამისი ადამიანების ზუსტი და ეფექტური მუშაობა. მწვრთნელისგან მხოლოდ "ჩახუტებაც" პანაცეა ვერ იქნება.

არ გვინდა, ვინმემ იფიქროს, რომ გარკვეულ საკითხებში ორაზროვნება გვახასიათებს. მაგალითად, ვწერთ, რომ ნეაპოლელთა 77-ე ნომერს ფორვარდის თვისებები აქვს, ამავდროულად კი, ვნახეთ, მან ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. შოტლანდიისა და ესპანეთის ნაკრებებთან რაც იყო, დასკვნისთვის საკმარისია. უბრალოდ, მაინც უნდა განვასხვავოთ მუდმივად გარკვეულ პოზიციაზე თამაში და ეპიზოდურად იმ როლში აღმოჩენა. ისე კი, ხელსაყრელი მომენტი არაერთ დიდ ფორვარდს ვერ გამოუყენებია. ჩვენებურმა თავი იმის ფიქრით არ უნდა დაისტრესოს - "რატომ მაინცდამაინც მე?!"...

მაინც როგორ შეიძლება ავხსნათ ის, რაც "იუვენტუსთან" მოხდა? - "კვარა" ბოლო დროს შეეჩვია, რომ მას გადაწყვეტილების მისაღებად ცოტა დრო აქვს, ხშირად უბლოკავენ დარტყმებს და მეკარეებიც თავგამოდებულები არიან. ხვიჩამ ახლა ბურთი ისეთ სიტუაციაში მიიღო, სხვადასხვა ვარიანტი გაიაზრა, როგორც დარტყმის, ასევე ბურთთან ერთად მოძრაობის გაგრძელების. კვარაცხელიამ გონებაში ყველაფრის გაელვება მოასწრო, მწარე გამოცდილებისა თუ თავისი შესაძლებლობების და გადაწყვიტა, მაღალ კუთხეში დაერტყა...

Sportall.Ge

უფრო დამაფიქრებელი კი მაინც ის იყო, ჩვენებურს ამის შემდეგ ემოციების კონტროლი რომ გაუჭირდა, პროვოკაციასაც აჰყვა და გაფრთხილება სეზონში უკვე მესამედ მიიღო. არადა, გასულ გათამაშებაში მას მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი ჰქონდა. ყველაფერს დისციპლინურ საკითხთან რომ არ მივყავდეთ, ამას განსაკუთრებულად არ ჩავთვლიდით. ამაზე საგანგაშო კი ის იქნება, ქართველი ფეხბურთელი ჩვეულ ხასიათს, სიხალისეს და პროცესით სიამოვნების სრულფასოვნად მიღებას მაქსიმალურად სწრაფად თუ არ დაიბრუნებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ ვხედავთ, თუმცა ხვიჩას ცხოვრებაში ბოლო ერთ წელიწადში ყველაფერი პოზიტიური მოხდა. სირთულეებისა და პასუხისმგებლობის ზრდაც გვესმის, მაგრამ ვარსკვლავობის გზაზე ეს მნიშვნელოვანი ამბავია. მის გვერდით უმარავი ადამიანია, რომლებთანაც ემოციების გაზიარება შეუძლია, რაც სრულყოფილს გახდის!..

altხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]

alt"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო" - იტალიურმა პრესამ კვარა კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია

მკითხველის კომენტარები / 70 /
Bevrinfilosofia arunda varjishi da disciplina naklebad dzviriani manqanebi da fufuneba
Lasha
10 დეკემბერი 2023 13:31
4
Ისე კაი მეზღაპრე იქნები შენ...
Თუ სიზმარი მოგვიყევი?
waltet white-ს
10 დეკემბერი 2023 18:54
2
კაკამ ახალგაზრდა ასაკში მოიყვანა ცოლი,ახალი მოყვანილი ყავდა ცოლი, რომ ყველაფერი მოიგო რის მოგებაც შეეძლო:ჩემპიონთა ლიგა,სერია-ა,საკლუბო ჩემპიონატი,სუპერ თასი,ოქროს ბურთი,კონფედერაციის თასი,ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი!!!.. ქართველ ქალთმოძულეებს კი მორალი არ გააჩნიათ!!
გაგა
11 დეკემბერი 2023 17:38
5
დღევანდელი ფეხბურთი ვაჭრობად გადააქციეს რა სეზონი ქონდა კვარას და დელაურენტისი კიარადა არა კაცი ჩათლახი ვაჭარია როგორ არ უნდა გაეზარდა ხელფასი მოტივაცია დაუკარგა
გიორგი
11 დეკემბერი 2023 09:01
4
არ მინდა ვიფიქრო,როგორც ბევრი აღნიშნავს თავის კომენტარში ,რომ ხელფასის ბრალია ,რომ უფრო მეტი ეკუთვნოს და ჩაგრავენ და ა.შ.თუ ასეა აგერ გვყავს ბევრისთვის საყვარელი ფეხბურთელი და მართალი კაცი თემურ ქეცბაია და ის აუხსნის რა უფრო ღირებულია და რის შემდეგ მოდის ნამდვილი წარმატება.კაი ცხოვრება და ოფლის ღვრა ერთდროულად არ არსებობს
გიორგი
10 დეკემბერი 2023 16:44
2
ბრაგასტან არ იქნება დაიწერა უკვე აქ გრიპის მიზეზი არ უნდა იყოს...ისე შეიძლება წაადგეს ერტი ან ორი ტამაშის გამოტოვება
აკა
10 დეკემბერი 2023 20:06
2
არაფერი განსაკუთრებული არ ჭირს ხვიჩას! უბრალოდ ნაპოლის მარტო ორი ტოპ მოთამაშე ყავს! ხვიჩა და ოსიმენი! დანარჩენები კი სასულოს დონის ფეხბურთელებია!ასეთი გუნდით კი შედეგს ყოველთვის ვერ დადებ! ძლიერი მოწინააღმდეგე ხვიჩასა ოსიმენის განეიტრალებას ყოველთვის ეცდება! რადგან სხვები იმდენად საშიში არ არიან! გაიხსენეთ რეალი ნაპოლის თამაშის დროს ორივე ბურთი ნაპოლიმ ბელინგემის დაჯაბნის მერე გაიტანა! მაგრამ რეალი მარტო ბელინგემი ხომ არი? ყველაზე სწორი ანალიზი ნაპოლიში არსებულ პრობლემებზე გააკეტა ზილინსკიმ- როდესაც ხვიჩა და ვიკტორ ოსიმენს არ აძლევს მოწინაარმდეგე თამაშის საშუალებას ჩვენ შუახაზმა უნდა ავიღოთ თამაშის სადავეები ხელშიო და ამით მაათაც მოეხსნება წნეხიო
რობი
10 დეკემბერი 2023 18:05
3
გაუძელი ხვიჩა, გაუძელი))))
აკოფა პაპა
11 დეკემბერი 2023 15:52
1
აკოფა პაპა, ყველაფერი რიგზე იქნება.
გიორგი
11 დეკემბერი 2023 21:09
1
ნიცა!შვილო გამძლეობას გისურვებ,ამ ქალთმოძულეების და მგლების ხროვის წინაშე,ბოროტებას კი ერთი თვისება აქვს, ყველას ბუმერანგივით უბრუნდება უკან!!!!?
ლადო
11 დეკემბერი 2023 14:37
1
ასეთი გოუნათლებელი როგორ ხართ ფეხბურთში, რომელი შემტევი ფეხბურთელი იცით დღეს ,რომელიც დაცვაში არ ჩამოდის და გუნდს არ ეხმარება ,არა მარტო სტანდარტებისას. იგივე ოსიმენა თუ ჰალანდი თუ კარგად დააკვირდებით მოწინააღმდეგის პოზიციური შეტევისას და სტანდარტებისას თითქმის სრულფასოვანი დამცველები ხდებიან. ხვიჩა კი, არ მინდასავით-მოვალეობის მოხდის მიზნით ჩამოდის უკან და ყოველთვის აგვიანებს.... ან კიდევ ვითომდაც სერიაში მარტო ხვიჩას ეთამაშებიან-ტაქტიკით,როცა შემტევი ფლანგზე ბურთს იღებს და ერთი მცველი გადადის მეორე არ აზღვევდეს. დააკვირდით , ზონას უზღუდავენ, ხოლო როდესაც ბურთს ადგილზე იღებს, ბუნებრივია აპრესინგებს ერთ, ორი თუ სამი მოწინაარმდეგე, სულ ეგ არის. ცენტრში თამაში კი რომ არ არის მისი ძლიერი მხარე კი გამოჩნდა ბოლო სერიას თამაშებში....უბრალოთ შარშან გაუვარდა ყარაულის, თოფივით და თავი ყოვლისშემძლე გონია, ამიტომაც გახლდა ასეთი აგრესიული მსაჯების, ფეხბურთელების და კრიტიკოსი მაყურებლების მიმართ. ერთი სიტყვით თავის პროვინციალიზმს სრულად წარმოაჩინს ამ სეზონში. ამასთან ქება- დიდებაც მოკლდა სულ აიჭრილია.
leqso
11 დეკემბერი 2023 10:44
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული