"რა არის "კვარას" დასაბრუნებლად საჭირო" - მაცარიმ კითხვაზე უპასუხა

AutoSharing Option
"ბრაგასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ "ნაპოლის" მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ Sport Mediaset-თან აღნიშნა, რომ გუნდში სრული სიმშვიდე არ სუფევს, ბიჭებთან ფსოქოლოგიური კუთხითაც მუშაობს, რათა ისევ აჩვენონ ის, რაც შეუძლიათ და მთავარია, დაცვაში იყვნენ დამაჯერებლები. მან აგრეთვე ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე გააკეთა კომენტარი:

"იმის გამო უჭირს, რომ სამწუხაროდ, მარცხენა ფლანგზე მცველები არ გვყავს. ნატანი შეტევაში ხანდახან ვერ ეხმარება. როგორც ოსიმენი, ისიც ყურადღების ცენტრშია, რაც ყოველთვის კარგი არაა. ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ შეძლებს და კვლავ გადამწყვეტი იქნება.

რა არის ამისათვის საჭირო? თავი, გული, ფეხები
და დიდი ძალისხმევა. ის ძალიან სერიოზული და კარგი ბიჭია და ისეთად დაგვიბრუნდება, როგორიც იყო".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ძანოლი შეცვლაზე კარგად შემოვიდა, ღატომ არ ათამაშებენ კვარას უკან. ვვინცე მმაგ პლანგზე ითამაშა ყველას სჯობს ნათანი თუ დე ჯესუსს. ღაღაცეები ამ მწვრთნელებს ეშლებათ. შპალეტის ადგილის შევსება ვერც ერთმა მოახერხა. მაცარის ჩაუვარდა კოვზი ნაცარში, კაცარე
simartle
16:25 12-12-2023
2
სიმართლე ის არის რო ნახევარი მინდორის გაქცევის მერე ვეღარ არის პროდუქტიული და ან აღარ ჩამოიყვანოთ დაცვაში და ან ისეთი რამე ასწავლეთ წინ და უკან სირბილთან ერთად ისევ ძველებურად თამაში რო შეძლოს თორე საჯარიმისთან 1 მცველის ჩამოტოვება და კარში დარტყმა ეხლაც მშვენივრად შეუძლია
1.2.3.4.5.6.
12:26 12-12-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული