"ბრაგასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ "ნაპოლის" მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ Sport Mediaset-თან აღნიშნა, რომ გუნდში სრული სიმშვიდე არ სუფევს, ბიჭებთან ფსოქოლოგიური კუთხითაც მუშაობს, რათა ისევ აჩვენონ ის, რაც შეუძლიათ და მთავარია, დაცვაში იყვნენ დამაჯერებლები. მან აგრეთვე ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე გააკეთა კომენტარი:
"იმის გამო უჭირს, რომ სამწუხაროდ, მარცხენა ფლანგზე მცველები არ გვყავს. ნატანი შეტევაში ხანდახან ვერ ეხმარება. როგორც ოსიმენი, ისიც ყურადღების ცენტრშია, რაც ყოველთვის კარგი არაა. ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ შეძლებს და კვლავ გადამწყვეტი იქნება.
რა არის ამისათვის საჭირო? თავი, გული, ფეხები
და დიდი ძალისხმევა. ის ძალიან სერიოზული და კარგი ბიჭია და ისეთად დაგვიბრუნდება, როგორიც იყო".