"რა არის "კვარას" დასაბრუნებლად საჭირო" - მაცარიმ კითხვაზე უპასუხა

AutoSharing Option
"ბრაგასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ "ნაპოლის" მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ Sport Mediaset-თან აღნიშნა, რომ გუნდში სრული სიმშვიდე არ სუფევს, ბიჭებთან ფსოქოლოგიური კუთხითაც მუშაობს, რათა ისევ აჩვენონ ის, რაც შეუძლიათ და მთავარია, დაცვაში იყვნენ დამაჯერებლები. მან აგრეთვე ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე გააკეთა კომენტარი:

"იმის გამო უჭირს, რომ სამწუხაროდ, მარცხენა ფლანგზე მცველები არ გვყავს. ნატანი შეტევაში ხანდახან ვერ ეხმარება. როგორც ოსიმენი, ისიც ყურადღების ცენტრშია, რაც ყოველთვის კარგი არაა. ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ შეძლებს და კვლავ გადამწყვეტი იქნება.

რა არის ამისათვის საჭირო? თავი, გული, ფეხები
და დიდი ძალისხმევა. ის ძალიან სერიოზული და კარგი ბიჭია და ისეთად დაგვიბრუნდება, როგორიც იყო".

მკითხველის კომენტარები / 10 /
მაგდენს თუ ხვდები შე კაი ადამიანო იმას ვერ ხვდები რო სქემა 3-5-2-ზე რო გადააწყო, სადაც ქაოტური ცენტრალური დაცვაც დააბალანსებს ერთმანეთს, პრახადნოი დვერი ცენტრალური ხაზიც ამოისუნთქებს და ის უფრო კომპაქტური და მობილური გახდება როგორც თავდაცვითი ასევე კონტრიერიშზე გადასულ ორ ფორვარდთან ბურთი უფრო მალე მივა და რაც მთავარია მეორე ფორვარდათ გამწესებულ კვარას აღარ მოუწევს უკან დაცვის მისახმარებლად თავქუდმოგლეჯილი სირბილი და მთელ ძალებს მეტოქის საჯარიმოს ასაწიოკებლად მიმართავს, რაც აუცილებლად მოიტანს შედეგს გადალახავს ამ ფსიქოლოგიურ სტრესს როცა მეტოქის კარებიდან 15-20 მეტრში მიიღებს პასს და გამორიცხულია ასეთ შემთხვევაში მიზანი ვერ გაისწოროს. და აქედან პირობას ვდებ ხვიჩა იმაზე ბევრს შეყრის ვიდრე შარშანდელ ტრიუმფალურ სეზონში გაიტანა. უბრალოდ ვალტერ ამოასუნთქე/გაანთავისუფლე ხვიჩა დაცვითი ფუნქციებიდან და ის შეტევაში ათჯერ მეტ სარგებელს მოუტანს გუნდს და ავტომატურად შენც. უნდა დაძლიოს წუწურაქას გაჯიუტებული დირექტივა 4-3-3 და აგერ ბრაგასთან მომართოს გუნდი 3-5-2 სქემით. მეკარე გოლინი- დილორენცო, რაჰმანი, ნათანი- პოლიტანო, ლობოტკა, ზელენსკი, ანგისა, ელმასი- ოსიმენი, კვარა. ასეთ შემთხვევაში კვარას სარბენს დაცვაში ელმასი ირბენს და უკან ის მიეხმარება მარცხენა ცენტრ: მცველად გამწესებულ ნათანს ხოლო კვარა მთელი მატჩის განმავლობაში უმეტესად იმოძრავებს მეტოქის საჯარიმოს მარცხენა უკიდურესი კიდიდან ზედ მეკარის ბაქანთან ოსიმენის მხარდამხარ და იქედან შეეცდება მეტოქის დაცვაში პანიკის შეტანას რასაც აუცილებლად გამოიყენებს პანტერასავით მოძრავი ოსიმენი და მეტოქეს თავდაცვის ზღუდეს ასეთ შემთხვევაში თავსატეხი და გოლები არ მოაკლდება მთელი 90 წუთი.
Charley
23:32 11-12-2023
4
ზაფხულში რომ დავწერე სტაბილურობა უნდა შეინარჩუნოს, მომახტდნენ აქ ვითომ გიჟი ფანები, არიქა გეზიზღება და გშურსო. ხვიჩამ იმდენად აწია თამასა მაღლა შარშან, რომ თხოვენ როგორც მესის. მეც იმედს არ ვკარგავ რომ დაბრუნდება და ისევ სტაბილურად მაგრად ითამაშებს, მაგრამ მარტო მარცხენა მცველში არაა პრობლემა სამწუხაროდ, შარშან გვერდით რუი რომ ყავდა და აშკარა იგნორს რომ უკეთებდა მაინც ახერხებდა მაგრად თამაშს.
ირაკლი
21:44 11-12-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული