"მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ, "კვარას" გაუფრთხილდით" - ინსინიემ "ნაპოლის" ქომაგებს მიმართა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა შემტევმა ლორენცო ინსინიემ CONI Campania-სთან ინტერვიუში "პარტენოპეისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ლორენცოს თქმით, ხვიჩას ახლა რთული პერიოდი აქვს და გულშემატკივრებმა მხარი უნდა დაუჭირონ.

"მის მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ. "კვარას" გულშემატკივრებმა მხარი უნდა დაუჭირონ და ქართველმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, რადგან ხვიჩა "ნაპოლის" ლიდერია. როდესაც მნიშვნელოვან მატჩში გოლის გატანას ვერ ვახერხებდი და ვმარცხდებოდით, ჩემთვისაც ურთულესი გადასატანი იყო.

გასულ სეზონში ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელებმა მთელი ნეაპოლისთვის წარმოუდგენელი რამ გააკეთეს", - განაცხადა ინსინიემ.

შეგახსენებთ, ლორენცო ამჟამად MLS-ში ასპარეზობს და "ტორონტოს" ღირსებას იცავს.

alt

ხვიჩას და ვიქტორს გაუცდათ - დღეს "ნაპოლის" გადამწყვეტი მატჩია - რა შემთხვევაში გავლენ მერვედფინალში?

alt"ეს იყო შეცდომა, ადამიანური გადაცდენა..." - ლევან კობიაშვილი

alt"ფეხბურთელებისთვის ხელფასების მომატება არ მოუწევს" - მოჯიმ დე ლაურენტისის სიძუნწეზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 10 /
"Kapitano"madloba kvaras mxardacheristvis...,vai "qartvelebisgan" gansxvabebit
L.J .
13:04 13-12-2023
0
კაცი ხარ ლორენცო, ნეაპოლელებზე რა უნდა ვთქვათ, რმდენი ბოღმიანი ქართველია ჩვენს ირგვლივ.
რრრ
23:25 12-12-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული