თავიდანვე გახსნილი თამაში წავიდა, ორმხრივი შეტევებით და მასპინძლები საატჩის ავტოგოლით დაწინაურდნენ, რომელმაც პოლიტანოს ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. პირველი რეალური მომენტი სტუმრებმა 25-ე წუთზე შექმნეს, როდესაც შორიდან ორტას ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. შანსი „ნაპოლისაც“ მიეცა, მაგრამ პირისპირ გასულ ზელინსკის გატანა მეკარე მატეუსმა არ დაანება. შემდეგ კვარაცხელიამ პასი ნატანს გაუკეთა, ის საჯარიმოში შეიჭრა, ბურთი ოსიმენს გადააწოდა და მან მეორე გოლი გაიტანა.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ბრაგა
გოლები: 1:0 საატჩი (9, საკ. კარში), 2:0 ოსიმენი (33)
ჩვეულებრივი თემაა სერია ა მვპ გახდი, კვარადონას გეძახიან, ტოპ 20 მოხვდი მსოფლიოს, მამუკა და მამა და ყველა ირგვლივ ეუბნებიან რო მაგარი ხარ ხვიჩაა მაგარი და რეალები და მანჩესტერებიოო აქეთ საქართველოში პრეზიდენტობის არჩვენებში რო მიიღოს მონაწილეობა მოიგებს.
ხო და თუ ყველა მეუბნება რო უკვე მონსტრი ვარ საუკეთესო რა მოტივაცია უნდა მქონდეს რო სეზონის მერე ორმაგად ვივარჯიშო? პლიუს ცოლი თემა შანსი არაა არ იმოქედოს.
ხო და უკვე დაიჯერა რო კლასის ხარჯზე შეუძლია დაიწყო სეზონი და ფეხები ვერ მირბიან ორი კაცი გაზის, არ გამოგდის ისე კარგად და მარტივად და აყვა ნერვებს.
არა და უბრალოდ ვინმეს უნდა ეთქვა რო პირველი სეზონი დაივიწყე ეგ არაფერია, აი ეს სეზონი იქნება გაცილებით მძიმე და ორმაგად უნდა მოემზადო ფიზიკურად ტაქტიკურად, ახალი ტრიუკები უნდა მოიფიქრო რო მცველებს გასცდე. მაგრამ ვინ ეტყოდა ამას,
პლიუს ცოლის თემა აი დროს და კონცენტრაციას ხო წაგართმევს ცოლი უეჭველი თან ახალ დაქორწილებული რო ხარ გინდა არ გინდა იქ გეტყვის წამო მონაკოში ან სადმე
ადრე მარტო ფეხბურთი იყო მის ცხოვრებაში როგორც ვიცი და მაგიტომაც მოვიდა აქამდე. ასეთი სისწრაფის კლება გახურებულ ჩემპიონატში პირდაპირ იმის ნიშანია რომ წინა სეზონის დასრულების შემდეგ სათანადოდ არ აქვს ფეხბურთელს ნავარჯიშები ფიზიკურად რომ ახალ სეზონში შესაბამის ტონუსში შეხვედრილიყო.