თავიდანვე გახსნილი თამაში წავიდა, ორმხრივი შეტევებით და მასპინძლები საატჩის ავტოგოლით დაწინაურდნენ, რომელმაც პოლიტანოს ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. პირველი რეალური მომენტი სტუმრებმა 25-ე წუთზე შექმნეს, როდესაც შორიდან ორტას ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. შანსი „ნაპოლისაც“ მიეცა, მაგრამ პირისპირ გასულ ზელინსკის გატანა მეკარე მატეუსმა არ დაანება. შემდეგ კვარაცხელიამ პასი ნატანს გაუკეთა, ის საჯარიმოში შეიჭრა, ბურთი ოსიმენს გადააწოდა და მან მეორე გოლი გაიტანა.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ბრაგა
გოლები: 1:0 საატჩი (9, საკ. კარში), 2:0 ოსიმენი (33)