"ნაპოლიმ" "ბრაგას" სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ბრაგა“ 2:0 დაამარცხა.

ნეაპოლურმა გუნდმა 10 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გავიდა.

თავიდანვე გახსნილი თამაში წავიდა, ორმხრივი შეტევებით და მასპინძლები საატჩის ავტოგოლით დაწინაურდნენ, რომელმაც პოლიტანოს ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. პირველი რეალური მომენტი სტუმრებმა 25-ე წუთზე შექმნეს, როდესაც შორიდან ორტას ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. შანსი „ნაპოლისაც“ მიეცა, მაგრამ პირისპირ გასულ ზელინსკის გატანა მეკარე მატეუსმა არ
დაანება. შემდეგ კვარაცხელიამ პასი ნატანს გაუკეთა, ის საჯარიმოში შეიჭრა, ბურთი ოსიმენს გადააწოდა და მან მეორე გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმი „ნაპოლიმ“ აქტიურად დაიწყო. პოლიტანოს და ანგისას მატეუსმა არ გაატანინა. შემდეგ რასპადორიმ ხვიჩა მეკარესთან ერთი-ერთზე გაიყვანა და ქართველის დარტყმული ბურთი მატეუსმა ფეხით მოიგერია. პორტუგლიელებმა იერიშებით უპასუხეს და გომესმა ბურთი ძელს გაარტყა. ცოტა ხანში „კვარას“ გარღვევა მენდეშმა უხეში ვარდნით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო, მატჩი კი 2:0 დასრულდა და "ნაპოლი" მერვედფინალში იასპარეზებს.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 16 დეკემბერს, იტალიის პირველობაზე, სახლში „კალიარისთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ბრაგა 2:0
გოლები: 1:0 საატჩი (9, საკ. კარში), 2:0 ოსიმენი (33)

მკითხველის კომენტარები / 34 /
ამაზრზენად თამაშობს უკვე. რთული პერიოდი და სტრესი საიდან აქვს ან რატო? ვინმე სათამაშო დროს არ აძლევს ან ვინმე ტანჯავს? არა ! თავში ავარდნილი ბაცანა გახდა! დუბლებში უნდა გაუშვან სათამაშოდ რომ ცოტა გონს მოეგოს იქნება
17
უნდა ვაღიაროთ, რომ კვარა შენელდა და ერთფეროვანი გახდა. ის სისხარტე და სილაღე აღარ აქვს რითაც წინა წელს გააოცა მსოფლიო. ვიმედოვნებ დაძლევს ამ რთულ პერიოდს და მართლაც ძველი ბრწყინვალებით დაუბრუნდება მინდორს. კვარა ჩვენი ოქროს ბიჭია!
კოტე
11:23 13-12-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული