"ნაპოლიმ" "ბრაგას" სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ბრაგა“ 2:0 დაამარცხა.

ნეაპოლურმა გუნდმა 10 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გავიდა.

თავიდანვე გახსნილი თამაში წავიდა, ორმხრივი შეტევებით და მასპინძლები საატჩის ავტოგოლით დაწინაურდნენ, რომელმაც პოლიტანოს ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. პირველი რეალური მომენტი სტუმრებმა 25-ე წუთზე შექმნეს, როდესაც შორიდან ორტას ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. შანსი „ნაპოლისაც“ მიეცა, მაგრამ პირისპირ გასულ ზელინსკის გატანა მეკარე მატეუსმა არ
დაანება. შემდეგ კვარაცხელიამ პასი ნატანს გაუკეთა, ის საჯარიმოში შეიჭრა, ბურთი ოსიმენს გადააწოდა და მან მეორე გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმი „ნაპოლიმ“ აქტიურად დაიწყო. პოლიტანოს და ანგისას მატეუსმა არ გაატანინა. შემდეგ რასპადორიმ ხვიჩა მეკარესთან ერთი-ერთზე გაიყვანა და ქართველის დარტყმული ბურთი მატეუსმა ფეხით მოიგერია. პორტუგლიელებმა იერიშებით უპასუხეს და გომესმა ბურთი ძელს გაარტყა. ცოტა ხანში „კვარას“ გარღვევა მენდეშმა უხეში ვარდნით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო, მატჩი კი 2:0 დასრულდა და "ნაპოლი" მერვედფინალში იასპარეზებს.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 16 დეკემბერს, იტალიის პირველობაზე, სახლში „კალიარისთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ბრაგა 2:0
გოლები: 1:0 საატჩი (9, საკ. კარში), 2:0 ოსიმენი (33)

მკითხველის კომენტარები / 34 /
მე მგონია რომ ახლა რა პერიოდიც აქვს ეგეც მისი ნაწილია. თითქოს მინიშნება ეძლევა, რომ ის ვერ იქნება ის ვინც ყველა საგოლე მომენტს რონალდუსავით გამოიყენებს და დაპროგრამებდება გოლების შეგდებაზე. ის სხვა, ნაღდ და ჰარმონიულ ენერგეტიკას ქმნის და ატარებს მოედანზე.
ამიტომ მთავარია ზედმეტად არ დაიგრუზოს თავი ამ ყველაფრით და ეს სილაღე ნოსტალგიური ფეხბურთის ნიშა მაინც არ დაკარგოს და ამით რომ დაამახსოვრებ თავს მსოფლიოს ესეც დიდი ამბავია. ულამაზესი გოლები და საგოლეები ექნება კიდევ ეს რაც აქამდე იყო მაგრამ ხვიჩასაგან სამწუხაროდ ვერ მივიღებთ სუპერ ბომბდამშენ შემტევს რომელსაც სეზონში 15+ გოლის გატანა შეუძლია.
Helados
13 დეკემბერი 2023 02:18
14
სწორედ რომ ეს სილაღე დაკარგა, ამაშია მთელი უბედურება,, თორემ ბომბანდირობას არავინ Iთხოვს მისგან
gia
13 დეკემბერი 2023 02:25
9
კარგად გესმით ფეხბურთი.
ქ. გ.
13 დეკემბერი 2023 02:21
12
ვის დაეკარგეთ საიდან მოხვედით, ასეთი უნიჭო კომენტატორშიკები? პირველ 5 კომენტარს ვგულისხმობ
დავით 67
13 დეკემბერი 2023 02:17
14
შენ დათვურ სამსახურში ხარ ალბათ ნიჭიერი
??
13 დეკემბერი 2023 02:24
15
აღარც გიყიდის ვინმე , ორ შაურს აღარავინ გადაიხდის , სულ ახლოს ხარ რომ სკამი ხეხო, ან რატომ გათამაშებს ეგ შენზე უარესი მწვრთნელად წოდებული არტისტი
avoieeeeeeeee
13 დეკემბერი 2023 02:17
24
გეგონება შეცვალეს ეს კაცი. ბურთან კონტაქტი საერთოდ დაკარგა, დრიბლინგზე აღარ ვამბობ, პასებსაც უამრავს აფუჭებს,და ისიც თან უმრავლესობას უკან აკეთებს
gia
13 დეკემბერი 2023 02:16
18
ასი ევრო აღარ ღირს უკვე, ვინ იყიდის, რა ხელფასის მომატებაზეა საუბარი, ტიპი ღამენათევი გამოდის სათამაშოდ და თან მარტო კოტრიალს უნდება მოედანზე, ვეღარც დარბის, ვეღარც ურტყავს, ვეღარც ატყუებს, უკომპასო ნავივით დარბის მხოლოდ
dato
13 დეკემბერი 2023 02:11
29
განაცხადშიც არ შევიყვანდი ამ მარადონა კვადრატში, აღარაფერს ვამბობ ვათამაშებდი თუ არა
გიო
13 დეკემბერი 2023 02:07
27
ეს კაცი დაღლილი რატომ გამოდის მოედანზე, იყიდა მერსედესი და მორჩა???????????
???????????????????????????????????????????????????
13 დეკემბერი 2023 02:06
28
აბსოლუტური ნული გახდა კვარა, ერთი ხუთი თამაში უნდა დასვას სკამზე და მერე ივარჯიშებს და მოინდომებს, ვეღარც დარბის საერთოდ..........
ზურა
13 დეკემბერი 2023 02:04
26
საერთოდ ნაკრებიდანაც გავაგდოთ არა :))) ნუღარ უყურებ კვარას თამაშებს
ლაშა 19
13 დეკემბერი 2023 07:41
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული