"ნაპოლიმ" "ბრაგას" სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ბრაგა“ 2:0 დაამარცხა.

ნეაპოლურმა გუნდმა 10 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გავიდა.

თავიდანვე გახსნილი თამაში წავიდა, ორმხრივი შეტევებით და მასპინძლები საატჩის ავტოგოლით დაწინაურდნენ, რომელმაც პოლიტანოს ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. პირველი რეალური მომენტი სტუმრებმა 25-ე წუთზე შექმნეს, როდესაც შორიდან ორტას ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. შანსი „ნაპოლისაც“ მიეცა, მაგრამ პირისპირ გასულ ზელინსკის გატანა მეკარე მატეუსმა არ
დაანება. შემდეგ კვარაცხელიამ პასი ნატანს გაუკეთა, ის საჯარიმოში შეიჭრა, ბურთი ოსიმენს გადააწოდა და მან მეორე გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმი „ნაპოლიმ“ აქტიურად დაიწყო. პოლიტანოს და ანგისას მატეუსმა არ გაატანინა. შემდეგ რასპადორიმ ხვიჩა მეკარესთან ერთი-ერთზე გაიყვანა და ქართველის დარტყმული ბურთი მატეუსმა ფეხით მოიგერია. პორტუგლიელებმა იერიშებით უპასუხეს და გომესმა ბურთი ძელს გაარტყა. ცოტა ხანში „კვარას“ გარღვევა მენდეშმა უხეში ვარდნით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო, მატჩი კი 2:0 დასრულდა და "ნაპოლი" მერვედფინალში იასპარეზებს.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 16 დეკემბერს, იტალიის პირველობაზე, სახლში „კალიარისთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ბრაგა 2:0
გოლები: 1:0 საატჩი (9, საკ. კარში), 2:0 ოსიმენი (33)

მკითხველის კომენტარები / 34 /
ამაზრზენად თამაშობს უკვე. რთული პერიოდი და სტრესი საიდან აქვს ან რატო? ვინმე სათამაშო დროს არ აძლევს ან ვინმე ტანჯავს? არა ! თავში ავარდნილი ბაცანა გახდა! დუბლებში უნდა გაუშვან სათამაშოდ რომ ცოტა გონს მოეგოს იქნება
dd
13 დეკემბერი 2023 11:49
17
უნდა ვაღიაროთ, რომ კვარა შენელდა და ერთფეროვანი გახდა. ის სისხარტე და სილაღე აღარ აქვს რითაც წინა წელს გააოცა მსოფლიო. ვიმედოვნებ დაძლევს ამ რთულ პერიოდს და მართლაც ძველი ბრწყინვალებით დაუბრუნდება მინდორს. კვარა ჩვენი ოქროს ბიჭია!
კოტე
13 დეკემბერი 2023 11:23
2
ყველაზე მეტად არ მინდა ერთ საშუალო დონის ბეხბურთელად დარჩეს.
აშკარად ძალიან ნიჭიერია.
იმედია არანორმალურად იშრომებს და შარშანდელი თვალებ ანთებული და არანორმალურად მოტივირებული დაბრუნდება....
Ps. ყველაფერთან ერთად უკვე სახეზე ეტყობა უხასიათობა...
Lobotka
13 დეკემბერი 2023 10:43
4
დი ლორენცოს შეფასება არის ნამდვილი პროფესიონალი ფეხბურთელის შეფასება (რაც რეალურად არის ის)!

თემური
13 დეკემბერი 2023 10:33
3
სად შეიყარა და ამ ქართველთმოძულე ლიბერალურ არასამთავრობოებში ძირითადად, ასეთ დივერსიულ ჯგუფებად მუშაობენ მთელს ინტერნეტში, ტალახაძესაც და ნებისმიერი ქართველის წარმატებასაც ასე სამარცხვინოდ აკომენტარებენ, თავის თავსვე ულაიქებენ და ა.შ. ეროვნულ ცნობიერებას ებრძვიან ზოგადად და ცდილობენ შექმნან ცრუ, ანტიქართული საზოგადოებრივი აზრი ყველგან, საერთო ლოზუნგით - “რას ვვარგივართ ეს ქართველები..”, “ოღონდ აქედან წამიყვანა..” და ა.შ. პა ხოდუ მხითარიანის გვარგადაკეთებული მხარდამჭებიც ეხმარებიან ამ ძირგამომთრელ საქმიანობაში შიგადაშიგ! აი ამ ჩემს კომენტარზე და ხვიჩას მხარდამჭერ კომენტებზე დისლაიქების რაოდენობით შეგიძლიათ დათვალოთ ეგ საყურეებიანი და უსაყურებო ჯიგრები დაახლოებით..))
ადრიანო
13 დეკემბერი 2023 09:55
9
ნებისმიერ თანხას ჩამოვდივარ რომ პირველი რამდენიმე კომენტარი ერთი და იგივე ადამიანის დაწერილია, ან ადამიანთა ჯგუფის, რომელსაც "კონკრეტული" მიზნები ამოძრავებს :)
Superman
13 დეკემბერი 2023 09:41
8
ამ საიტზე ბოლოჯერ ვწერ კომენტარს!!!(დამღალეთ)საიდან ამდენი ბოროტება და ღვარძლი ხალხნო?! გონს მოეგეთ!!! თქვენთვის ვამბობ თორემ ხვიჩას არაფერი დააკლდება ამით!!! აღარ დავიწყებ იმის წერას(ახსნას)რომ უმრავლესობა გაგებაში არ ხართ ფეხბურთის,შესაბამისად თქვენი კრიტიკაც უსაფუძვლო და უადგილოა!!! სულ კარგად ბრძანდებოდეთ!!! და მაინც მეტი სიკეთე ერო!!!
კვარა წარმატებები❤️
ნამდვილი გულშემატკივარი
13 დეკემბერი 2023 09:41
8
დაცვას ვერ ეხმარება რადგან ვისც არ ეზარება ყველა ატყუებს და მარტო ქაოსი შეაქვს, სირბილია და ვეღარ დარბის თითქოს გირები აქვს გამობმული, დრიბლინგი კი დარჩა ტკბილ მოგონებად,რაც ხვიჩას ევალება მასზე ბევრად უკეთესად ნათანმა შეასრულა, ბოლო შანსი მერეტის ადგილას მოსინჯონ და თუ მანდაც ვერ ივარგა სათადარიგო სკამი იმ სიგრძე კია ქვს ნაპოლის თავისუფლად შეუძლია დაჯდომის მაგივრად წამოწვეს ორი-სამი სეზონის განმავლობაში და მერე ჰაიდა ყაზახეთისკენ
გია
13 დეკემბერი 2023 09:34
6
ნებისმიერ მოქმედებაში შენს გვერდით ვართ, ფეხბურთის და შენი ჭეშმარიტი გულშემატკივრები, აქ ვინც ბოღმას და გესლს ანთხევს, არ არის ღირსი იწოდებოდეს ფეხბურთის ქომაგად! ბიჭოო, ბიჭოოო, ამ ქართველებმა ჭკუა რით ვერ ვისწავლით და ისევ, როგორ "ჭრით იმ ტოტს, რაზეც ზიხართ "?! ხვიჩას ქგგალე, წინ და წინ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
13 დეკემბერი 2023 09:27
4
კიდევ ერთი მოთამაშე შეემატება ნაკრებს გაზაფხულისთვის რომელსაც სათამაშო პრაქტიკა არ ექნება
ნოე
13 დეკემბერი 2023 09:18
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული