"კვარაცხელია ამას ვერ იაზრებს" - ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ქართველი გააკრიტიკა

AutoSharing Option
"იუვენტუსისა" და "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო მაურომ "პარტენოპეისა" და "ბრაგას" (2:0) მატჩი შეაფასა. იტალიელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველმა თამაშის სტილი უნდა შეცვალოს.

"კვარაცხელიას არ ესმის, რომ ოპონენტებმა მისი თამაში შეისწავლეს. როგორც კი მის წინააღმდეგ მოქმედებას ორი მცველი იწყებს, ფაქტობრივად, იკარგება. უნდა გაიაზროს, რომ თამაშის სტილი შეცვალოს. როდესაც "ნაპოლიში" ვთამაშობდი, მარადონა ჩემი გუნდელი იყო, ვარჯიშებს აცდენდა, თუმცა ამაზე პრობლემა არავის ჰქონდა, რადგან ყველამ იცოდა, რომ მატჩებს მარტო მოიგებდა", - განაცხადა მაურომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" "ბრაგასთან" გამარჯვებით 1/8-ფინალის საგზური
მოიპოვა.

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ბრაგასთან" მატჩში?

altპირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "ბრაგას" 2:0 ამარცხებს [VIDEO]

alt"ნაპოლიმ" "ბრაგას" სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 31 /
და მაინც მარადონას შეადარა:)
ირაკლი
13 დეკემბერი 2023 02:50
7
ნატურალური დრიბლიორის თამაშს ვერ შეისწავლი, იმიტომ რომ იმპროვიზაციაზე არის მისი თამაში აგებული, და თვითონაც არ იცის, ერთი მილიწამის შემდეგ რას გააკეთებს.
უბრალოდ დღის რეჟიმი აქვს არეული და აღარ ვარჯიშობს ისე, როგორც წინა სეზონში ვარჯიშობდა.
ქ. გ.
13 დეკემბერი 2023 02:42
10
ფორმაში რომ არაა კი ჩანს, მაგრამ საინტერესოა საიდან იცით, რომ ისე აღარ ვარჯიშობს.
ბადრი
13 დეკემბერი 2023 11:29
2
რაც შენ აღწერე ("სხვა ტიპის მოძრაობებს ამუშავებს"), ეს არ არის ნატურალური დრიბლიორი. ეს არის უნიჭო რობოტი. მესის ვერ შეისწავლი, იმიტომ რომ მას არა აქვს წინასწარ მომზადებული მოძრაობა. მესი რეაგირებს მცველის მოქმედებაზე.
არტ-ს
13 დეკემბერი 2023 11:59
3
ყველა გამოხმაურება
რაო მარტომ გინდა რომ მოიგოს თამაშები კვარამ. ეგ კარგია მარადონას რომ ადარებ. ის თუ გახსოვს, რამდენით მეტი ჰქონდა ხელფასი მარადონას თქვენზე. ისე სხვათაშორის იმასაც უჭირდა როცა თანაგუნდელები ვერ უბავდნენ მხარს მეტნაკლებად. დღევანდელ ნაპოლი ში კვარა საუკეთესოა და იმედია კიდევ უფრო უკეთესად ითამაშებს
ლექსო
13 დეკემბერი 2023 11:37
8
Რას მიახტებით ხოლმე ამ ხელფასს?რა აზროვნება გაქვთ,ვინა ხართ?ე.ი. მოსამართლე რო იყო და ხელფასი მცირე გქონდეს ხალხი ისე უნდა გაასამართლო როგორიც ხელფასი გაქ?
პირისპირ რო გავიდა იმიტომ ვერ გაიტანა რო ხელფასი ცოტა ააქ? Რა გეშველებათ?
ცოტა ააქ და წავიდეს მან.სიტიში ვინმემ დაუშალა? რა გეშველებათ?
ლექსო-ს
13 დეკემბერი 2023 11:57
9
ანუ უკვე მოთხოვნაა, რომ მარადონასავით უნდა ათრიოს გუნდი? თან 21-ე საუკუნეში, როცა ლამის ჭადრაკად გადააქციეს ტაქტიკით მწვრთნელებმა გუნდები? სად პოულობთ ასეთ კომენტარებს
nika
13 დეკემბერი 2023 02:40
8
ვაჰ, რა დროს მოვესწარით. ტიპი გაკვირვებულია მარადონამ თუ მართო ათრია გუნდი ხვიჩამაც იგივე უნდა ქნასო.
შენ გაიხარე მასიმო!!!!
ვანჩოპე
13 დეკემბერი 2023 10:48
5
ამ ნარკუშა დიეგოს, ნუ ადრით ხვიჩას! ღმერთმა დაიფაროს ხვიჩა, ამ მავნე სენისგან! ხვიჩა არის თვითნაბადი ტალანტი და არ სჭირდება ვინმესთან შედარება და მისი თიკუნითი სახელის დარქმევა! უკვე მართლა მოვაბეზრეთ თავი ხვიჩას, ამდენი ჭკუის დარიგებებით, კიდევ კარგა მაგრა გვითმენს, ამ აბეზარა გულშემატკივრებს.
გიგა
13 დეკემბერი 2023 13:11
20
ეგ ნარკუშა დიეგო ფეხბურთის ღმერთია! იდიოტი უნდა იყო რომ მარადონა ვინმეს შეადარო ფეხბურთში. საერთოდ სხვისი ცხოვრება თქვენი საქმე არაა. უყურე ფეხბურთს და მიიღე სიამოვნება. სხვის სპალნებში და ვენებში ნუ იჭვრიტებით
დავით 67
13 დეკემბერი 2023 16:33
7
ფეხბურთის ღმერთი, არა კვახი!
დავით 67-ს
13 დეკემბერი 2023 18:28
3
ყველა გამოხმაურება
გასაკვირია ხოლმე, როცა დიდი ფეხბურთის ნათამაშები ვეტერანები ასეთ რაღაცეებს რომ მოარტყამენ. მარადონასთან კვარას შედარება მხოლოდ ერთი მხრივაა რელევანტური: მოთამაშის გავლენა გუნდზე. სხვა მხრივ როგორ შეიძლება 30 წლის წინანდელი ფეხბურთის შედარება დღევანდელთან. ეს იგივეა 80-იანების მერსედესი დღევანდელს რომ შეადარო. იმ ეპოქის არათუ სქემები, გარკვეული პოზიციებიც აღარ არსებობს. მაშინდელი სუპერვარსკვლავები ძირითადად 10-იანის პოზიციაზე თამაშობდნენ. დღეს კლასიკური გაგებით 10-იანებიც აღარ არიან. რაც შეეხება კვარას, აქ რამდენიმე მომენტია ხაზგასასმელი: პირველი ის, რომ ხვიჩას ასაკის მატებასთან ერთად მის ცხოვრებაში იცვლება გარემო და მატულობს ფეხბურთსგარეშე ამბები, რასთანაც ადაპტირება სჭირდება და ალბათ კონცენტრაციის პრობლემას ქმნის. მეორე რაშიც იტალიელს ნაწილობრივ ვეთანხმები, ცხადია სერია ა-ს VIP-ს სწავლობენ და მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებენ მის შეფერხებას. მაგრამ სწორედ აქ არის ძაღლის თავი: ხვიჩასაგან მოითხოვენ, როგორც ეს ბატონი, ისე იტალიელი ჟურნალისტები ნაპოლის ფუნდამენტური პრობლემის მარტო გადაჭრას. რაში მდგომარეობს მთავარი განსხვავება ჩემპიონ ნაპოლისთან? უმთავრესი ცხადია სისწრაფეებია. სპალეტის დროს ბურთი ძალიან სწრაფად მოძრაობდა. ეს აძლევდათ საშუალებას მოეძებნათ სივრცეები. ძლიერ და ე.წ. დაცვითი სტილის გუნდებთან სპალეტი კვარას უკიდურეს ფლანგზე ამწესებდა, რათა დაცვა გაეწელა, ამით ცენტრის და მარჯვენა შემტევებს გახსნოდათ გზა. უფრო დაბალი დონის გუნდები საერთოდ ვერ ახერხებდნენ მაღალ სიჩქარეებზე ბალანსის შენარჩუნებას და როგორც წესი ნადგურდებოდნენ. დასკვნა ცალსახაა: ამ ნაპოლის დიდი მიზნების მისაღწევად აქვს ერთადერთი გზა: სპალეტის ფეხბურთი. ექსპერიმენტები და ახალი ველოსიპედის შექმნას ეცადა გარსია, შედეგიც ვიხილეთ. ვფიქრობ რომ დაინახა მაძარიმაც და შეუძლია თუ არა ხვიჩას, 90 წუთი არ ცვლის. ჭკვიანი კაცი სჩანს და მიხვედრილია, რომ შეიძლება რაღაც ახალი, კარგი გუნდი შექმნას, მაგრამ ამ ნაპოლის კვარას გარეშე ვერასოდეს აქცევ ჩემპიონად.ეს არის უტყუარი ფაქტი!
ამატაკი
13 დეკემბერი 2023 12:53
6
რა გჭირთ? ამ ფეხბურთელმა მარდაონას მნიშვნელობას შეადარა ხვიჩას მნიშვნელობა ნაპოლიში. მარადონაზე ვინც ნარკუშას და ცუდს იტყვით პირი გამოირეცხეთ სანამ მარადონას სახელს ახსენებთ. მარადონას სახელს ვერასოდეს ვერავინ შელახავს, მათ შორის თქვენც ვინც აქ მასზე ჭორიკნობთ. დიადი მარადონა დარჩა დიად ფეხბურთელად.
G.LA
13 დეკემბერი 2023 20:52
9
კი ტოვებს გაოცებულს მცველებს წყვილ-წყვილად და იძახე, შეისწავლეს. დარტყმაში მოიკოჭლებს.
re
13 დეკემბერი 2023 09:47
3
ერთ რამეში ვეთანხმები ამ კაცს,კვარას თამაში ისწავლეს,ორი მცველი რომ დაუდგება იბნევა და სტილი უნდა შეიცვალოს.უფრო თამამად უნდა აიღოს თავის თავზე თამაში.ბურთის დაკარგვის ეშინია და შებოჭილად გამოიყურება.შეცდომა ვის არ მოსდის,ამას წინათ ჰოლანდმაც ააცილა ცარიელ კარს,მაგრამ არავის გაუკრიტიკებია.რაც უფრო თამამად ითამაშებს,მით მეტი ექნება შედეგიც.ფსიქოლოგიურად განიცდის ეტყობა შეცდომებს,მაგრამ თუ არ მიაქცევს ყურადღებას და გააგრძელებს თამამად,შედეგიც ექნება,ახალგაზრდაა ჯერ და უცბად ამ დონეზე,ამ ატმოსფეროში მოხვედრა რუსეთის ჩემპიონატის შემდეგ არაა ადვილი.
მირო
13 დეკემბერი 2023 15:57
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული