"შახტარი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სტუმრად "პორტუსთან" 3:5 დამარცხდა და ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს. დონეცკური გუნდი, რომლის ღირსებასაც ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი იცავენ, პორტუგალიიდან იაპონიაში გაფრინდა.
ტოკიოს აეროპორტში "მეშახტეებს" უკრაინულმა დიასპორამ გულთბილი შეხვედრა მოუწყო.
18 დეკემბერს "შახტარი" 65-ათასიან "ნაციონალზე" საქველმოქმედო მატჩს ადგილობრივ "ავისპა ფუკუოკასთან" გამართავს, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდება და 24 დეკემბერს პრემიერლიგის მე-18 ტურში გასვლაზე "ოლეკსანდრიას" შეხვდება.
"შახტარს" 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 31 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერებს "კრივბასსა" და "დნიპრო 1"-ს 3 ქულით ჩამორჩება.