პორტუგალიიდან იაპონიაში - აზაროვი და გოჩოლეიშვილი ტოკიოში ითამაშებენ

AutoSharing Option
"შახტარი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სტუმრად "პორტუსთან" 3:5 დამარცხდა და ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს. დონეცკური გუნდი, რომლის ღირსებასაც ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი იცავენ, პორტუგალიიდან იაპონიაში გაფრინდა.

ტოკიოს აეროპორტში "მეშახტეებს" უკრაინულმა დიასპორამ გულთბილი შეხვედრა მოუწყო.

18 დეკემბერს "შახტარი" 65-ათასიან "ნაციონალზე" საქველმოქმედო მატჩს ადგილობრივ "ავისპა ფუკუოკასთან" გამართავს, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდება და 24 დეკემბერს პრემიერლიგის მე-18 ტურში გასვლაზე "ოლეკსანდრიას" შეხვდება.

"შახტარს" 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 31 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერებს "კრივბასსა" და "დნიპრო 1"-ს 3 ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა უხარია გოჩოლეიშვილს ტიპი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დირკაა ესპანეთის ნაკრებიდან მარჯვნიდან გვათრიეს, ნორვეგიიის ნაკრების მარცხენა ნახევარმცველმა ათრია ბოლომდე 18 თუ 17 წლისამ,ყველაზე სუსტი იყო პორტუსთან ყველა გოლი მაგის მხრიდან გავიდა, ცოტა რამ უნდა ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე მაინც, აზაროვიც მარცხენა მცველის დაცინვაა
მამუკა სვანსკი
05:06 16-12-2023
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული