ხვიჩამ გაიტანა და "ნაპოლიმ" "კალიარის" რთული მატჩი მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-16 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „კალიარი“ 2:1 დაამარცხა.

მატჩი ტექნიკური პრობლემების გამო ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა მაცარიმ ტრავმირებული ზილენსკის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში კაიუსტე დააყენა. ნეაპოლელებმა თავიდანვე შეუტიეს, თუმცა სტუმრები თავს უნარიანად იცავდნენ და სახიფათო კოტრიერიშებით პასუხობდნენ. კვარაცხელიას ნანდესი მეურვეობდა და უხეშობასაც არ ერიდებოდა, ორჯერ საჯარიმოს სიახლოვეს თამაშის წესების დარღვევით შეაჩერა და ბოლო საჯარიმოდან პოლიტანოს ჩაწოდებული ბურთი რაჰმანიმ თავით ძელს გაარტყა. ცოტა ხანში კაიუსტემ ხელსაყრელი პოზიციდან ვერ უწია მიზანს, დი ლორენცოს დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. შანსი
სარდინიელებსაც მიეცათ, მაგრამ პირისპირ გასულ ნანდესს მეკარე მერეტმა არ გაატანინა. კომპენსირებულ დროში ხვიჩა ნანდესს გაექცა, გოლდანიგამ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო.

შესვენების შემდეგ „ნაპოლის“ მომენტების შექმნა უჭირდა და რაჰმანისა და კაიუსტეს ნაცვლად მოედანზე მარიო რუი და რასპადორი შევიდნენ. „კვარამ“ პასი მარიო რუის გაუკეთა, პორტუგალიელის ჩაწოდებულ ბურთს კი ოსიმენმა თავურით სკუფეტის კარში მიუჩინა ადგილი. თუმცა, პავოლეტიმ მალევე გაათანაბრა ანგარიში. მერე ოსიმენმა რამდენიმე მცველს აჯობა, მისი პასით ქართველმა მეტოქის კარი დალაშქრა, 89-ე წუთზე შეცვალეს და "ნაპოლიმ" მძიმე მატჩში გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ 27 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 20 დეკემბერს სახლში თასზე „ფროზინონესთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - კალიარი 2:1
გოლები: 1:0 ოსიმენი (69), 1:1 პავოლეტი (72), 2:1 კვარაცხელია (75)

მკითხველის კომენტარები / 38 /
იცით ნაპოლი რო ვერ იგებდა და ხვიჩა გოლს ვერ იტანდა ერთმა ალალმა ქართველმა გულშემატკივარმა დაწერა მე აქ პრობლემები არ მეყოფა ეხლა ნაპოლის პრობლემები რო არ ვზიდოო, ალალად თქვა, ტკიოდა. შენ გენაცვალე ალალო კაცო, მართალი ხარ, მაგრამ ვიცი მაინც უყურებ , და იცი რატო, ხვიჩა იტანს და თითქოს ყველა ოცნება გვისრულდება. წინ ხვიჩა ჩვენ შენთანა ვართ❤️
ანაგელი
16 დეკემბერი 2023 23:42
4
აბსოლუტურად სხვა ფეხბურთელია. ძლივს დარბის. კარგია რომ შეაგდო და არ ასცდა. აშკარად პირადი პრობლემა აქვს ისეა გაღიზიანებული, ალბათ იჩქარა
გიო
16 დეკემბერი 2023 23:39
53
რა მაფიაას.ყოველთვის საინტერესოდ წერ,მაგრამ ამ პოსტით,საკუთარ თავსაც გადააჭარბე!ნეტავი მოგისმინონ და მხოლოდ ამ საიტზე კი არა,მთელ ქვეყანაშიც.ქვეყანა ამოისუნთქავდა,ამდენი დაძაბულობისაგან.სწორედ კეთილგანწყობა გვაკლია,დღევანდელ საქართველოში.
სოსო
18 დეკემბერი 2023 11:14
0
რა შუაშია იჩქარა... რა გჭირთ ხალხო... გოლი როგორ აღნისნა საერთოდ არც შეგინიშნავთ. "დაეჯღანა" კრიტიკოსებს... რეალურად განიცდის ბიჭი კრიტიკას და ხშირად არალოგიკურს და ხანდახან დამამცირებელს. ემოციურია შეიძლება და ისედაც ამხელა წნეხის და სტრესის პირობებში კიდე ამდენ სისულელეს რო ისმენს საკუთარ თავზე... სპალეტიმ ძალიან დიდი გავლენა იქონია მასზე, ისევე როგორც თავის დროზე სლუცკიმ დასაწყისში... აცადეთ და თუ კრიტიკა გინდათ, ზრდილობის ფარგლებში რეალური რჩევა მივცეთ... წადი ბიძია ქობულეთის შუქურაშიო კიარა, დარტყმებზე ბევრი ივარჯიშეთქო, რონალდო რატომაც იყო შენი კუმირი ის გაიხსენეთქო და ამ კრიტიკას საერთოდ ნუ უსმენთქო...
რა მაფიაა?
16 დეკემბერი 2023 23:56
4
ოსიმხენმა სასწაული ასისტი შეასრულა
ირაკლი
16 დეკემბერი 2023 23:39
2
ვეღარ ქაჩავს აშკარად. კარგია რომ გოლი გავიდა და არ ააცილა, წარმატებები ყოველთვის და საკუთარ თავზე მუშაობა
dato
16 დეკემბერი 2023 23:36
42
Xvicha datymis shemdeg zels ro gakra ra saxit uyurebda :))))viktoras sagol ra daamushava mcvelebi magram mgobi isev kunti gaechima...
L.J .
16 დეკემბერი 2023 23:35
1
კაია რომ ცარიელ კარში არ ააცილა. ძალიან მძიმედ დარბის და ბევრს კარგავს, რაღაც ხდება და არ ვიცით, ტყუილად გორაობასაც რომ შეეშვას კარგი იქნება, უკვე დასცინიან მცველები
ზურა
16 დეკემბერი 2023 23:34
54
ავად ხომ არ ხარ შენ, პირველი ტაიმის ბოლოს მძიმე ტრამვას სასწაულებრივად გადაურჩა. ის ურუგუალი მცველი თქვენისთანა ცინიზმის პიკი იყო და მაგით მსჯელობთ თქვენ. ისე კარგად გადირკა რამოდენიმეჯერ. მოკეტეთ
mevludi
17 დეკემბერი 2023 11:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული