"ნაპოლისა" და "კალიარის" მატჩის (2:1) შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა კლაუდიო რანიერიმ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
მისი თქმით, რთულია იმ გუნდის დამარცხება, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის მსგავსი ფეხბურთელები თამაშობენ.
"ნაპოლის" ვულოცავ, მათ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის სახით ნამდვილი ჩემპიონები ჰყავთ, ეს მოგება სწორედ მათი დამსახურებაა, მიზნის მისაღწევად სულ ცოტა დაგვაკლდა.
ჩემი საქმე შესრულებული იქნება, თუ "კალიარი" სერია A-ში დარჩება", - განაცხადა რანიერიმ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, "კალიარი" 13 ქულით მე-16 პოზიციაზეა.
რას ვიზამთ, მათ კვარაცხელიას მსგავსი ჩემპიონი ჰყავთ" - კლაუდიო რანიერი "ნაპოლისთან" მარცხის შემდეგ" />tuttonapoli: რას ნიშნავდა კვარაცხელიას აღნიშვნის უჩვეულო ჟესტი?
00:07 17-12-2023
"რას ვიზამთ, მათ კვარაცხელიას მსგავსი ჩემპიონი ჰყავთ" - კლაუდიო რანიერი "ნაპოლისთან" მარცხის შემდეგ
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა,ლეგენდარული ადამიანი რომ ასეთ კომპლიმენტს გიძღვნის
9
2
რანიერი არაა ცუდი კაცი, მაძარიც ჯიგარი აღმოჩნდა, ფეხბურთელების მიმართ დადებითი დამოკიდებულება ყველაზე დასაფასებელია მწვრთნელში
12
2
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული