კვარაცხელიამ უნდა დაისვენოს? - დღეს ქართული დუელის შანსია, კვერნაძეს თასზე მაინც...

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო. ვალტერ მაცარის გუნდმა გასული სეზონის საუკეთესო პერიოდის ფრაგმენტები შემოგვთავაზა, როცა ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის წყვილი შეუჩერებელი, ერთმანეთთან განსაკუთრებული ენერგიით შეკავშირებული და დამანგრევლად შედეგიანი იყო. ეს უკვე ოპტიმიზმის საბაბს იძლევა. საკმაოდ დიდი ხანია, ცენტრფორვარდისგან ისეთი სილამაზე, ესთეტიკურობა, ფიზიკური მონაცემებისა და ნატიფი ტექნიკურობის შეთავსება არ გვინახავს, როგორც ეს ოსიმენმა გააკეთა...

კვარაცხელიას ის მოლოდინი, როცა ძელიდან ასხლეტილი ბურთის ბადეში გახვევას ელოდა, ამაღელვებელი იყო. წამი, რომელშიც ბევრმა რამ გაიელვა - კიდევ ერთი წარუმატებლობა მისთვის არაფრით შეიძლებოდა, ის
ასე ფიქრობდა... ქართველს ბოლო დროს არ უმართლებდა, ახლა კი ყველაფერი გააკეთა, ისე გაეტანა, მის დარტყმულს ვერც მეკარე შესწვდომოდა, ვერც კარში მდგარი მცველი და ბურთი ჩარჩოში მოთავსებულიყო. "კვარასთვის" ეს ეპიზოდი ძველი თავდაჯერების დაბრუნებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ფეხბურთში წარმატებული და წარუმატებელი პერიოდები ერთმანეთს ცვლის. მთავარია, "დიდებს" მასთან ადაპტირება შესაბამისად შეეძლოთ. დამაფიქრებელია, გუნდი სტაბილურობას რამდენად შეინარჩუნებს და თავის სიტყვას ძლიერ გუნდებთანაც თუ იტყვის!..

Sportall.Ge

"ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატში არადამაჯერებელია, ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი დაძლია და ქვეყნის თასზე მერვედფინალიდან ჩაერთვება, სადაც გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" უმასპინძლებს - დღეს, 19 დეკემბერს, 23:59 საათზე.

თუკი გასულ წელს სკუდეტოს მომლოდინე ნეაპოლელებს თასი ნაკლებად აინტერესებდათ და "კრემონეზესთან" ადრევე დამარცხდნენ, ახლა განსხვავებული ვითარებაა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს "კოპა იტალიის" გემოც გასინჯული აქვს.

სერია "ა"-ს ბოლო ტურში ოსიმენისა და კვარაცხელიას გოლებით გამარჯვებამ ("კალიარისთან" 2:1) მოქმედი ჩემპიონების მდგომარეობა ცოტათი გამოასწორა. რაც შეეხებათ ფროზინონელებს, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი ცხრილის შუაშია. 20 წლის გიორგი კვერნაძეს უკანასკნელ ტურში, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, მხოლოდ ერთი წუთი მიეცა. იმედია, პერსპექტიულ ქართველ შემტევს თასზე მაინც ვნახავთ.

წინ "რომასთან" მატჩია. ამიტომ ვალტერ მაცარი ცვლილებებს მიმართავს და უარი არც ვარსკვლავების დასვენებაზე უნდა თქვას. ჯოვანი სიმეონეს, ალესანდრო ძანოლისა და ჯანლუკა გაეტანოს სასტარტოში მოიაზრებენ. დიდი შანსია, ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იყოს და თამაშში სიტუაციიდან გამომდინარე ჩაერთოს. მწვრთნელმა კარგად უნდა განსაზღვროს, 77-ე ნომრისთვის, რომელმაც ხასიათი გამოისწორა, ახლა უმჯობესი რა იქნება. წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში "იუვენტუსი"-"სალერნიტანას" შორის საუკეთესოს შეხვდება.

"ნაპოლის" სავარაუდო შემადგენლობა: გოლინი - დი ლორენცო (C), ოსტიგორი, ჟესუსი, ძანოლი - გაეტანო, კაიუსტე - ლინდსტრომი, რასპადორი, ძერბინი - სიმეონე.

altხვიჩამ გაიტანა და "ნაპოლიმ" "კალიარის" რთული მატჩი მოუგო [VIDEO]

altკასანო: კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბია

მკითხველის კომენტარები / 33 /
დღეს აუცილებლად წააგებს ნაპოლი
გოლი
20 დეკემბერი 2023 01:44
2
არ ვიცი და Მიპასუხეთ Თუ Იცით.ელმასი ტრაბმირებულია?რო არა კვარა,ᲫირიᲗადᲨი ადგილს იმსახურებს ეს Ბიჭი.Ძალიან კარგი ფეხბურᲗელია
გელა
19 დეკემბერი 2023 21:49
2
დიდ გუნდებთან როგორი შეხმატკბილებულნი იქნებიან, თორემ .... ამას რომ ვწერ, პესიმისტი კი არ ვარ - რეალისტი. ფეხბურთში ადრე თუ გვიან - გშიფრავენ და სხვა არსენალიც უნდა გქონდეს. გარინჩას ერთადერთი ფინტი ჰქონდა, ყველამ იცოდა, მაგრამ იმდენად გენიალურად აკეთებდა - მაინც ვერ აჩერებდნენ, მარტივი მიზეზის გამო - წამის იმ მეასედის ფასი იცოდა, როცა ბიძგს აკეთებდა
ზურა
19 დეკემბერი 2023 20:44
1
პატივცემულო ნორმალურო მკითხველებო!
ჩემს კომენტარებში ვერც ერთ ბინძურ სიტყვას ვერ ნახავთ. არც არავის ვაგინებ. არც გვარს ვასახელებ. უბრალოდ ვწერ, რომ არაკეთილსინდისიერ აგენტს სანქციების თანახმად ევროპაში მოღვაწეობა უნდა აეკრძალოს.
რა არის ამაში ისეთი, რაც ნორმალურ ადამიანს არ მოეწონება?
ვინ ითხოვს ჩემი კომენტარების დაბლოკვას? მხოლოდ არაკეთილსინდისიერი აგენტის მიერ დაქირავებული ბოტები.
ქ. გ.
18 დეკემბერი 2023 15:04
19
არა რა ამ ნაცებს არაფერი არ შველის,დაივიწყეს უკვე 2008-ში ომის დროს კაბაჩაცმულები რომ გარბოდნენ..
ასეა
18 დეკემბერი 2023 14:12
47
თქვენ რომ არ გემარჯვათ რა გვეშველებოდა?მადლობა რო გადაგვარჩინეთ
თამაზი
19 დეკემბერი 2023 22:18
1
კერენსკი და ნაცები გერევა ბრატ.დდდდდდდ
ეეე
19 დეკემბერი 2023 20:19
2
ყველა გამოხმაურება
კაშიას ქამინგ აუთის აღარ მეგონა თუ რამე გამაკვირვებდა, მაგრამ კვარამ სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა, გადაჭარბებეის გარეშე ვიტყვი, არამხოლოდ ქართულ არამედ მსოფლიო გეი ქომიუნითის. მართლაც სასიხარულოა რომ ქართველი ფეხბურთელები ლგბტ აქტივიზმის ავანგარდში არიან. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენო საამაყო ბიჭებო!
ხევსურული
18 დეკემბერი 2023 13:36
101
"ხევსურული"-ს შენ არაფერი გეტყობა. აი ქათმური შენთვის ზედგამოჭრილი ნიკი იქნებოდა.
ეგაა
18 დეკემბერი 2023 16:20
4
რა მოხდა? რასთან დაკავშირებით ახსენებთ ხვიჩას? კაშია ვიცი, მაგრად "გამოიჩინა" თავი
ბესო
18 დეკემბერი 2023 15:39
10
ყველა გამოხმაურება
ალო რედაქციავ! მოგვაშორეთ ეს 3- 4 ცალი ბინძური ტროლი რა! დაბლოკეთ ისენი! არსებობს ბევრ საიტზე ტროლებთან ბრძოლის ასეთი მექანიზმი(პლაგინი)-ვინც 5 ჯერ მეტ დისლაიკს მიიღებს კომენტარზე ვიდრე მოწონებას ცხადდება როგორც ტროლინგი და კომენტარი უქმდება!
რობი
18 დეკემბერი 2023 13:19
10
რობი სანაიას მიმდევარი რომ ხარ არ გიტყდება?
რიბი-ს
18 დეკემბერი 2023 15:05
42
ბატების საქმეა "ბოტზე" სისინი...ფუი!
მაო
18 დეკემბერი 2023 13:04
12
"ყველაფერი გააკეთა ისე გაეტანა, მის დარტყმულს ვერც მეკარე შესწვდომოდა, ვერც კარში მდგარი მცველი და ბურთი ჩარჩოში მოთავსებულიყო" კი არა უბრალოდ კინაღამ ააცილა მარტო მდგომმა ცარიელ კარს. ხვიჩასთვის და ყველა ადამიანისთვის უკეთესია სიმართლე და არა თვალებში ნაცრის ყრა
sul2
18 დეკემბერი 2023 12:53
39
ჯერ ერთი, რომ ცარიელი კარი არ იყო და წინ მცველი ედგა, პატარა დაყოვნება და შესაძლებელია არახელსაყრელ პიზიციაში აღმოჩენილიყო. მასე პირველი ბურთი ოსიმენმაც კინაღამ ვერ გაიტანა, მეკარემ ხელი მოარტყა, მერე ბურთი ძელს მოხვდა, ისევ კარისკენ შევარდა, მეკარე არახელსაყრელ მდგომარეობაში იწვა, ხელი მოარტყა ბურთს და კარში შეიტანა. ბრაგასთან რაღაცნაირად მოჩხლართული ფეხებით შეიტანა ბურთი ბადეში, უნიონთან რუის პასი პოლიტანოს მკერდზე მოხვდა და შემთხვევით ბადეში აღმოჩნდა...
ნეტავ, ხვიჩას სულ ასეთი გოლები გაიტანოს, თქვენ რომ გაუმართლაო და კინაღამ ვერ გაიტანაო, რომ გაიძახით. " შტანგა-გოლები" თითქმის აუღებელია, მითუმეტეს ასეთი ყუმბარასავით გასროლილი, როგორც ახლა იყო. მე პირადად ძალიან გამიხარდება, თქვენ კი რაც გინდათ, ის წერეთ
ხათუნა
19 დეკემბერი 2023 18:33
1
შენ გეტყობა ძალიან გინდოდა რომ აეცილებინა, ისე აცილებულ ბურთებზე ალბათ კინაღამ გოლი გაიტანაო იძახი. და კიდევ, კარი ცარიელი არ იყო მეკარეც იქ იყო და მცველიც არც თუ ისე შორს. პასი კი ნაღდად იდეალური გამოვიდა.
კალიარ
18 დეკემბერი 2023 15:55
3
კი, შევამჩნიეთ რა საყვარლად უყურებდა ბურთს. მას გოლი ძალიან ჭირდებოდა, უძლიერესად დაარტყა, ლამის ძელი ჩამოიღო და კარგი " შტანგა - გოლი" გაიტანა.
მე პირადად ძალიან მომწონს შტანგა გოლები.
საერთოდაც ხვიჩას ძალიან მგრძნობიარე ფსიქიკა აქვს, ამაზე ჭირდება ყველაზე მეტად მუშაობა, თორემ დანარჩენი ყველაფერი აქვს.
ხათუნა
18 დეკემბერი 2023 12:37
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული