იტალიის თასზე „ნაპოლი“ „ფროზინონეს“ უმასპინძლებს. მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ რიგ წამყვან ფეხბურთელებს და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას, დასვენების საშუალება მისცა და თუ საჭირო გახდა, შეცვლაზე შეუშვებს.
ნაპოლი (სასტარტო): გოლინი, ძანოლი, ესტეგორი, ნატანი, მარიო რუი, კაიუსტე, გაეტანო, დემე, ლინდსტრიომი, რასპადორი, სიმეონე.
სტუმართა რიგებში გიორგი კვერნაძე ძირითად შემადგენლობაშია.