მამარდაშვილმა თავისი გუნდი ისევ იხსნა - "ვალენსიამ" მადრიდში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-18 ტურში „ვალენსიამ“ გასვლაზე „რაიო ვალეკანო“ 1:0 დაამარცხა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში ერთადერთი მომენტი შექმნეს, მაგრამ პირისპირ გასულ პალასონს მამარდაშვილმა არ გაატანინა. შესვენების შემდეგ თამაში, რომელიც თვალსასეირო არ იყო, გათანაბრდა და სტუმრები კანოსმა დააწინაურა. კომპენსირებულ დროში მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო ვალენსიელთა მცველი დიახაბი გააძევა, დედაქალაქელები შტურმზე გადავიდნენ, გიორგიმ კუთხურიდან კარში ჩახვეული ბურთი მუშტით მოიგერია და მისმა გუნდმა გაიმარჯვა.

ანალიტიკურმა საიტებმა ქართველის თამაში ასე შეაფასეს: Sofascore - 6.8, whoscored - 6.7, Flashscore - 6.7.

„ვალენსიამ“ ჩემპიონატზე ხუთმატჩიანი
მოუგებელი სერიის შემდეგ გაიმარჯვა, 23 ქულით მეათე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 3 იანვარს სახლში „ვილიარეალთან“ ჩაატარებს.

მადრიდი. „კამპო დე ვალეკასი“
რაიო ვალეკანო - ვალენსია 0:1
გოლი: კანოსი (51)
გაძევება: დიახაბი (90, ვალენსია)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ანი ვალენსიას მწვრთნელი ბორახა (ბორახია) ბასკია, ანუ ჩვენი შორეული ნათესავია!
ვაჟა მასწ.
14:20 20-12-2023
1
Ბევრი ხო საუბრობს გამოსვლებზე უჭირსო, მაგრამ ნაკლებად ამბობენ ერთი ერთზე როგორ უზღუდავს ოპონენტს სივრცეს. Სიმართლე რომ ვთქვა, ევროპაში საუკეთესო მგონია ამ კომპონენტში.
Მაყურებელი
13:44 20-12-2023
0

სიახლეები პოპულარული