მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა მაცარიმ წამყვან ფეხბურთელებს და მათ შორის, კვარაცხელიას, დასვენების საშუალება მისცა და მოედანზე გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა, ხოლო სტუმართა სასტარტოში კვერნაძე იყო.
„ნაპოლი“ უპირატესობას ფლობდა. რასპადორიმ ბურთი ძელს გაარტყა; სიმეონეს გოლი იმის გამო გაუქმდა, რომ იქამდე ბურთი ხელზე ლინდსტრიომს მოხვდა. კვერნაძე აქტიური იყო, ყვითელი ბარათი მიიღო და შესვენების შემდეგ შეცვალეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში საჯარიმოდან ბურთი ძელს მარიო რუიმ გაარტყა. მაცარიმ მოედანზე ჯერ დი ლორენცო და ლობოტკა, მერე კი ოსიმენი და კვარაცხელია შეუშვა, ხოლო „ფროზინონემ“ ორი გოლი გაიტანა. ნეაპოლელებმა დიდი ძალებით შეუტიეს, ხვიჩა საჯარიმოში ოკოლისთან ბურთზე ბრძოლაში გაზონზე აღმოჩნდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. 90-ე წუთზე დი ლორენცომ ჯელი წააქცია და ჩედირამ თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. კომპენსირებულ დროში გოლინის კარი ჰარუიმ დალაშქრა და „ნაპოლი“ ზედიზედ მეორედ გამოვარდა 1/8-ფინალიდან.
„ფროზინონე“ მეოთხედფინალში „იუვენტუსისა“ და „სალერნიტანას“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
„ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 23 დეკემბერს ჩემპიონატზე გასვლაზე „რომასთან“ ჩაატარებს, ხოლო „ფროზინონე“ იმავე დღეს „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ფროზინონე 0:4
გოლები: 0:1 ბარენეჩეა (65), 0:2 კაზო (70), 0:3 ჩედირა (90+1, პენ), 0:4 ჰარუი (0:4)