
მასპინძელთა გუნდში 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ხვიჩა კვარაცხელია, სტუმართა რიგებში კი შესვენებამდე იყო გიორგი კვერნაძე. კვარაცხელიას თამაში sofascore-მა 6.5 ქულით, ხოლო flashscore-მა 6.1-ით შეაფასა. კვერნაძემ ორივე საიტისგან 6.6 შეფასება დაიმსახურა.
ყველაზე დაბალი შეფასება ნეაპოლური გუნდის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ მიიღო - 5.4 და 5.3.