ხვიჩა სიტუაციას ვერ ეგუებოდა, შესაცვლელად კი დრო და რესურსი არ ეყო...

AutoSharing Option
"შეხვედრის გადასარჩენად ლიდერები მაინც ჩაერთნენ. ცუდ ამინდში საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, გუნდის ფსიქოლოგიური განწყობა კი ცოტათი გაფუჭდა, განსაკუთრებით, სტანისლავ ლობოტკასი, რომელმაც პენალტი კარს ააცილა..." - ესაა ამონარიდი ჩვენი სტატიიდან, რომელიც 2023 წლის დასაწყისში, მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც "ნაპოლი" გადახალისებული შემადგენლობით იტალიის თასს მერვედფინალში, თანაც ზედიზედ მეორედ, გამოეთიშა. ახლა კვლავ იგივე ("ფროზინონესთან" 0:4) განმეორდა, თუმცა, თუნდაც შარშანდელთან შედარებით, როცა გუნდი სკუდეტოსთვის იბრძოდა, დიდი განსხვავებაა, შეცდომები კი - ანალოგიური ხასიათის...

ნეაპოლელები ჩემპიონატში წელს ოთხეულს თუ შესწვდებიან, გუნდს საკუთარი თ
ამაშის პოვნა უჭირს და ამ ფონზე, იქნებ კარგი განწყობის შექმნა, თასის შემდეგ ეტაპზე ფიქრი და თავდაჯერების ამაღლება მნიშვნელოვანი იქნებოდა. რაც ახლა მივიღეთ, ამის შეტრიალებული ვარიანტია - "სტადიო მარადონაზე" გატეხილ ნავსზე ვსაუბრობდით და აქ მორიგი კრახი ვნახეთ...

რა თქმა უნდა, როტაციის გარეშე რთულია - კალენდარი გადატვირთულია, თუმცა ყველა გუნდი ამას პრიორიტეტულად ალაგებს და ვალტერ მაცარის საკუთარი ხედვა უფრო მკაფიო უნდა ჰქონოდა. 

სხვა შედარებები გასულ სეზონში მარცხთან - იმ მატჩში დაცვის ცენტრში პრობლემები არსებობდა, რაც გვიან შემოსულმა კიმმაც ვერ დაალაგა. ახლა ჯოვანი დი ლორენცოზე შეგვიძლია თქმა, რომ სათადარიგოთა სკამიდან საშინლად ჩაერთო. იქნებ ფსიქოლოგიურად გადაწყობა მისთვის ასე რთულია და ახლა კაპიტანს ხასიათი გაუფუჭდა, ცოტას თვითდაჯერებასაც დაკარგავდა, წინ კი "რომასთან" მატჩია. მაცარის მიზანი დასვენება იყო და ემოციურად გადაღლა მივიღეთ?!

Sportall.Ge

როტაციის დროს მოთამაშეები ცდილობენ, საკუთარ შანსს კარგად ჩაეჭიდონ. ჯაკომო რასპადორისგან მეორე სეზონია, ანალოგიურ პრობლემებს ვხედავთ. ვიქტორ ოსიმენის არყოფნაში მან როცა დრო მიიღო, თანაც ფორვარდის პოზიციაზე, ეს საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენა, ნიგერიელის დაბრუნების შემდეგ კი, პოზიციაშეცვლილმა, საკუთარი თამაში ვეღარ იპოვა. როგორ ფორმაშიც უნდა იყოს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მინდვრის ცენტრში ლობოტკას სათანადო ალტერნატივა არ არსებობს.

ზოგიერთ ფეხბურთელისთვის, ჩემპიონატში ცოტას რომ თამაშობს, თასზე წუთების მიცემა ფსიქოლოგიურად სასარგებლოა. სამწუხაროდ, ახლა ამ მხრივ დასამახსოვრებელი ბევრი არაფერია, ჯოვანი სიმეონეს გოლი არ ჩაითვალა...

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას. პრევიუში აღვნიშნეთ - "მწვრთნელმა კარგად უნდა განსაზღვროს, 77-ე ნომრისთვის, რომელმაც ხასიათი გამოისწორა, ახლა უმჯობესი რა იქნება". სამწუხაროდ, მაცარიმ აქაც ვერ "მოარტყა". "კვარა" ამბიციური ფეხბურთელია. მისი და ოსიმენის შემოსვლისთანავე, "ნაპოლიმ", ფაქტობრივად, საკუთარ კარში ორი გოლი მიიღო. თუკი წინა მატჩში გატანის შემდეგ ქართველი გარემარბის სიმშვიდისა და თავდაჯერების მნიშვნელობაზე ვწერდით, ახლა მწარე მარცხით გულდაწყვეტილი და თითოეულ ეპიზოდში ემოციურად ბოლომდე ჩართული 77-ე ნომერი ვნახეთ, რომელიც სიტუაციას ვერაფრით ეგუებოდა, შეცვლისთვის კი საკმარისი დრო და რესურსი არ ჰქონდა... როცა ჩქარობ და ღელავ, შეცდომებიც იმატებს, რაც გუნდს მეოთხე გაშვებულ გოლად დაუჯდა, მაგრამ ის უკვე აღარაფერს წყვეტდა; წარუმატებელი დრიბლინგის შესაძლო უკუშედეგზე ბევრჯერ გვითქვამს. ხვიჩა ერთ ეპიზოდში პენალტს საკმაოდ საფუძვლიანად ითხოვდა, რაც თამაშის სცენარს შეცვლიდა. ახლა მთავარია, როგორც კვარაცხელიამ, ასევე მთელმა გუნდმა დროული გამოფხიზლება შეძლონ და წლის ბოლომდე დარჩენილ ორ მატჩში წარმატებას მიაღწიონ.

Sportall.Ge

გიორგი კვერნაძეზეც ვთქვათ. მწვრთნელს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მან მინდორზე ოპტიმალური ადგილი უნდა გიპოვოს. ქართველ შემტევს ახლა მთელი ფლანგი ეკავა, ის შეტევაში აქტიური იყო, კუთხურებს აწვდიდა და მაქსიმალურად ცდილობდა, გუნდურ ოპერაციებში მეტი მონაწილეობა მიეღო. გიორგი ახალ პოზოციაზე ათამაშეს, სადაც სხვა დროსაც თუ გამოიყენებენ, დაცვაში თამაშის უნარებსაც უფრო გააუმჯობესებს. სუბიექტურობის გარეშე ვამბობთ, რაც მეტ დროს მიიღებს, კვერნაძის იტალიურ ფეხბურთთან ადაპტირება გაუიოლდება. ეს ქართული დუელი "კვარას" მარცხით და კვერნაძის გამარჯვებით დასრულდა. წინ კიდევ ბევრი იქნება!..

alt0:4 - "ნაპოლი" თასიდან "ფროზინონემ" გამოაგდო [VIDEO]

altროგორი შეფასება მიიღეს კვარაცხელიამ და კვერნაძემ

მკითხველის კომენტარები / 15 /
მართალია. გარსიაც და მაძარიც ისე ათამაშებენ ნაპოლის როგორც 'გრანდს', არა და არ არის, ფაქტია, ასეთი მოკლე სკამით არ გამოვა ეგ საქმე.
გიორგი
22 დეკემბერი 2023 18:01
0
რა ,,სასტავითაც " დაიწყო , იმითვე გავაგრძელებდი მე მაგ თამაშს . რასპადორის მივცემდი შენიშვნას , რომ პასები მიეცა თანაგუნდელებისათვის . დანარჩენი, თამაშიდან გამომდინარე მცირე კორექტირება და დავალებები . კალათბურთია თუ ჰოკეი , რომ თითქმის ერთდროულად 5 გამოგყავს და 5 შეგყავს ? არანაირი საჭიროება ამის არ იყო . თანაც ექსპერიმენტი , მარცხნივ დი ლორენცო .
ტარიელი
21 დეკემბერი 2023 04:19
1
დაიმსახურეს ის რაც მოუვიდათ!!!! გეგონება ქვედა ლიგის გუნდს ეთამაშებოდა, რა ეგონა ნეტა, ამ სასტავით მოიგებდა??? მაგიტომაც გადაუარესს გემრიელად! ასე აგდებულად არ უნდა შეაფასო მეტოქე! ეგონა: ამათ მეორე სასტავითაც მოვუგებთო! თასი მეორე ხარისხოვანი ტურნირი არასდროს არ არის ესეთი გუნდებისთვის და ნაპოლიც გეგონება ყოველ წელს იგებდეს ტიტულს და თასი აღარ უნდოდათ!
მურთო
21 დეკემბერი 2023 00:24
2
Eg tamashi yomari iyo.laurentesi fuls aketebs da macari asrulebs davalebebs. Ubralod nametani mouvida angarishi.napoli kiara grandebi argeben autsaiderebtan,tumca cudi speqtakli iyo.exla wava da romas mougebs da dashoshmindeba baleshikebi.
Gia
20 დეკემბერი 2023 15:40
7
კვარას უკვე მერამდენე ფლანგზე უწევს ლიდერობა და გოლის გატანა… ეჰ, ძნელია მეუღლე და სპორტი თაფლობის თვეებში!…
.
20 დეკემბერი 2023 14:16
38
სტატიის ავტორის საყურადრებოდ.. სად გინახავს მასეთი კონტაქტისთვის დადებული პენალტი ერთი გამაგებინეთ, ფეხბურთს პირველად უყურეთ თუ რა უბედურებაა?? აი თუ ვინმე დათვურ სამსახურს უწევს კვარას ეს პირველ რიგში ჟურნალისტები არიან ამ სტატიის ავტორის თამადობით, ვაზელინით გაჟღენთილი დამოკიდებულებებით...
დათო
20 დეკემბერი 2023 14:14
9
აბა ნაპოლის მოგება უნდოდა და ვერ მოუგო . და აქ ვწეროთ რა უსუსური ყოფილა ნაპოლი. ეგ ზღაპრები თუ ვინმეს გჯერათ და განიცდით რავიცი კომენტარიც ზედმეტია ჩვეულებრივი შოუ დადგეს და ეს პირველი და უკანასკნელი არ არის
დავით
20 დეკემბერი 2023 13:54
7
წლევანდელი ნაპოლის წარუმატებლობას ერთი ადრესატი არ ჰყავს. ყველაზე დიდი წვლილი გუნდის ჩავარდნაში მევახშე ლაურენტესს მიუძღვის და კიდევ დიდხანს მოუწევს გაბანძებული გუნდის ყურება. ახალი მოთამაშეების ტრანსფერებზე და ახალ ხელშეკრულებებზე რომ არაფერი ვთქვათ, თავად ის ფაქტი, რომ არცერთ ნორმალურ მწვრთნელს მასთან მუშაობა არ უნდა, უკვე მრავლისმეტყველია. ვინც დაითანხმა კიდევ, იმ მწვრთნელებმა ვერ იქნა და ვერ დაალაგეს გუნდი, მოთამაშეები არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად მზად არ არიან, არც ჟინი იგრძნობა და არც რწმენა. მეტ-ნაკლები ჩავარდნა ყველა ფეხბურთელს აქვს, მაგრამ გუნდს შეუძლია დროებით ამის გადაფარვა. ნაპოლში გამოჩნდა, რომ ხვიჩას და ოსიმენის გარეშე კაპიკია ნაპოლის ფასი - საკმარისია ჩვეულ ფორმაში არ იყვნენ და იწყება მათი ლანძღვა-გინება. არადა, საგინებლები თავში უნდა ეძებონ, ჯერ მიზეზი უნდა გაარკვიონ და შედეგის გამოსწორებაზე მერე იზრუნონ.
ბესო
20 დეკემბერი 2023 12:56
5
ერთს დავამატებდი, არავითარი ტაქტიკური თუ გუნდური თამაში არ გააჩნიათ. გადავლენ თუ არა მეტოქის მეორე ნახევარზე, იწყებენ ბურთის გაუთავებელ, უკან გორებას. ასეთი ორი თავდამსხმელი გყავდეს და ამ ტაქტიკით ითამაშო? მხოლოდ შემტევი ფეხბურთი. კვარათი და ოსიმენით, ამოსუნთქვის საშუალება, არ უნდა მისცე მეტოქეს. აბა კარგს რას იფიქრებს გულშემატკივარი. აშკარად სჩანს, გუნდს აკლია მწვრთნელის ხელი.
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი.
21 დეკემბერი 2023 01:28
2
ჩასაფრება კვარას მაქებრებს უფრო გიწევთ, იმდენად იშვიათი კარგი თამაში აქვს ამ სეზონში
ვინ არის ჩასაფრებული?
20 დეკემბერი 2023 12:51
27
აი, იტალიელები უკეთ რას დაწერენ საინტერესოა. ყოჩაღ, ავტორს
ზვიადი
20 დეკემბერი 2023 12:38
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული