როგორი შეფასება მიიღო მიქაუტაძემ "ჰერკულესთან" მატჩში

AutoSharing Option
ნიდერლანდების თასზე სტუმრად "ჰერკულესთან" წაგებულ მატჩში (2:3) "აიაქსის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა. ქართველის თამაში Sofascore-მა 6.9 ქულით, Flashscore-მა კი 6.7-ით შეაფასა.

ამსტერდამელთა რიგებში ყველაზე მაღალი შეფასებები კენეტ ტეილორმა (8.0, 7.3) და იორელ ჰატომ (7.7, 7.4) მიიღეს. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ანალიტიკურმა საიტებმა მასპინძელთა გუნდის ფორვარდი ტიმ პიტერსი აღიარეს, რომელმაც დუბლი შეასრულა - 8.8, 8.7.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული