კვარაცხელია დღეს რომში, სადაც გულშემატკივრების მოწონება დაიმსახურა, ლუკაკუს დაბრუნება და უკმაყოფილო მოურინიო...

AutoSharing Option
საშობაო შესვენების გამო იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტური პარასკევს დაიწყო და შაბათს სრულდება. წლის ბოლომდე გუნდებს კიდევ ერთი შეხვედრის გამართვა მოუწევთ, პირველი წრე კი 7 იანვარს დასრულდება. დღეს, 23 დეკემბერს, 23:45 საათზე, ცენტრალური მატჩია - "რომა" "ნაპოლის" უმასპინძლებს.

ნეაპოლელები რომაელებს 2 ქულით აღემატებიან. ეს გუნდები წელს ოთხეულისთვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტები უნდა იყვნენ. მოქმედმა ჩემპიონმა ჟოზე მოურინიოს გუნდი გასულ სეზონში ორივე მატჩში დაჩაგრა. პორტუგალიელი მწვრთნელი მუდმივად იმეორებს, რომ შედეგები უსამართლო იყო, უკმაყოფილოა და რევანშის სურვილი აწუხებს. ჯერ იყო ვიქტორ ოსიმენის მშვენიერი სოლო-გოლი
(1:0), შემდეგ კი ქართულ-ნიგერიული ულამაზესი კომბინაციით დაწყებული (2:1) გამარჯვება. ეს დერბი დელ სოლეა, ორი სამხრეთული და ტემპერამენტიანი გუნდის მონაწილეობით. რომაელები "სტადიო ოლიმპიკოზე" ძლიერები არიან. მათზე მეტი საშინაო ქულა 2023 წელს მხოლოდ "ინტერმა" მოიპოვა, ხოლო შინაურ კედლებში უფრო მეტი გოლი "ატალანტამ" გაიტანა.

საკუთარი თავისთვის "განსაკუთრებულად" წოდებული მოურინიო უკვე მესამე წელია რომშია. ტოპ 5-ის გუნდებთან ჩატარებული ბოლო 13 მატჩიდან მან 9 წააგო. ეს საშინელი შედეგია. გარდა ამისა, უკვე სამი საშინაო დაპირისპირებაა, "რომას" "ნაპოლისთვის" არ გაუტანია (0:1, 0:2, 0:0). ბოლოს რომაელებმა უახლოესი მეტოქე 2019 წელს დაამარცხეს, სადაც დღევანდელი შემადგენლობებიდან მერეტი, დი ლორენცო, რუი, დემე, ზელინსკი, პოლიტანო, ლობოტკა - პელეგრინი, სპინაცოლა, სმოლინგი, მანჩინი და კრისტანტე მონაწილეობდნენ. ჟუან ჟესუსი, რომელიც მაშინ "მარადიულ ქალაქში" თამაშობდა, ტრავმირებული იყო.

Sportall.Ge

"სტადიო ოლიმპიკო"

ვალტერ მაცარიმ თასზე გუნდი გადაახალისა და მწვავე დარტყმა მიიღო, "ფროზინონესთან" უბრალოდ (0:4) განადგურდა. არადა, გასულ ტურში ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის წყვილი ძველებურად ათამაშდა. შეგახსენებთ, ქართველ გარემარბს 5 გოლი და 3 "ასისტი" აქვს, ნიგერიელ ფორვარდს კი - 7 შედეგიანი დარტყმა და 2 საგოლე პასი. ჩვენებური მის წინააღმდეგ უხეშობას კი შეეჩვია, მაგრამ იმედია, ჟოზესა და ზაფხულში "ლიდსიდან" შეძენილ დანიელს, რასმუს კრისტენსენს, განსაკუთრებული სიხისტე არ მოუფიქრებიათ. ისე, გასულ სეზონში, ქართველმა გარემარბმა რომაელი გულშემატკივრების მოწონება დაიმსახურა, როცა მეტოქის ფეხბურთელის ტრავმის გამო, ხელსაყრელ შეტევაზე უარი თქვა... და კიდევ ერთი - "კვარას" ამ სეზონში მაშინ გააქვს, თუ მარიო რუი თამაშობს... 

კრისტანტე დაბრუნდა, აი, პაულო დიბალა ბარძაყის პრობლემის გამო ვერ ითამაშებს; აბრაჰამი და სმოლინგი ისედაც დიდი ხანია, ტრავმირებულები არიან. ვერც ალჟირელი აუარი იქნება. ნეაპოლელთა რიგებში ოლივერას თამაში გამორიცხულია, ელმასი "ლაიპციგში" გადავიდა.

ალბანელი კუმბულა რომაელთა სათადარიგოთა სკამს დიდხნიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. დისკვალიფიკაციის შემდეგ რომელუ ლუკაკუ აუცილებლად ითამაშებს. ბელგიელთან ერთად, გუნდი საშუალოდ 1.8 ქულით მეტს იღებს. რომელუ "ნაპოლის" სულ ექვსჯერ დაუპირისპირდა და 4 გოლი გაუტანა. თავის მხრივ, მატეო პოლიტანომ "რომასთან" 6 გოლში მიიღო მონაწილეობა.

სავარაუდო შემადგენლობები:

"რომა":
პატრისიო - მანჩინი, ლორენტე, ნდიკა - კრისტენსენი, კრისტანტე, პარედესი, ბოვე, ძალევსკი - ელ შაარავი, ლუკაკუ.

"ნაპოლი": მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ნათანი, რუი - ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

შეხვედრას კოლომბო განსჯის, რომლის თვალწინაც ხვიჩა კვარაცხელიას არაერთი ლამაზი გოლი გაუტანია, მათ შორის, გასული სეზონის საუკეთესო - "ატალანტასთან". ბოლოს ეს რეფერი ნეაპოლელებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, 2 სექტემბერს კიდევ ერთ რომაულ კლუბთან, "ლაციოსთან" (1:2) დამარცხდნენ.

altხვიჩა სიტუაციას ვერ ეგუებოდა, შესაცვლელად კი დრო და რესურსი არ ეყო...

alt"კვარას" გამო ჩემი მეუღლე შევაშინე" - არიგო საკიმ ქართველზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

მკითხველის კომენტარები / 17 /
ტალახაძეს დამსახურებულად ეკუთვნოდა ეს ტიტული. ყველა სპორტსმენმა მიაღწიოს იმ მწვერვალს რომელსაც ტალახაძემ მიაღწია და ხვიჩასაც მაგ დროს ვინ დატოვებს ტიტულის გარეშე.ამჟამად ტალახაძეს შედეგს ვერავინ დაუდგება წინ.
ტარიელ
23 დეკემბერი 2023 21:10
1
ნაპოლი წელს ოთხეულში ნამდვილად ვერ მოხვდება. ინტერს, მილანს, იუვეს, რომას თავი რომ დავანებოთ, ბოლონია და ფიორენტინა ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობენ და აშკარად ჯობიან ნაპოლის.
giorgi 3
23 დეკემბერი 2023 20:05
4
საკუთარ ქვეყანაში ჩაგრავენ ბიჭს, ტალახაძეს მისცეს წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული, როცა კვარას ეკუთვნოდა. თქვენ კი აქ იტალიელების იმედი გაქვთ!
ხელები შორს კვარასგან
23 დეკემბერი 2023 17:47
21
ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო სპრცმენობაზეცაა წარდგენილი ...თვით კვარაც დაგცინებს.
ჰაეს
23 დეკემბერი 2023 20:32
4
ბიჭო ტალახაძესთან ხვიჩა რა მოსატანია, რაღაცას რომ წერ ცოტა დაფიქრდი ხოლმე, ხვიჩას ვენაცვალეთ გულში, მაგრამ ლაშას ნაირი სპორტსმენი საქართველოში კი არა მსოფლიოში არ არის დღევანდელ დღეს, მსოფლიოს წლის სპორტსმენის ტიტულიც ეკუთვნის ულაპარაკოდ
მამუკა
23 დეკემბერი 2023 19:53
1
ვეღარ გავიგე ნაპოლის ასუსტებენ თუ აძლიერებენ,ელმასის წასვლა დიდი დანაკლისია საინერესოაო ვინ მოყავს
რატი
23 დეკემბერი 2023 15:42
1
სოსო,ლავრენტისი კი არა,ლაურენტისი.რატომღაც,ბერია მომაგონდა.
status quo
22 დეკემბერი 2023 13:52
1
რატომ იტეხავთ ენას? დაუძახეთ ქართულად ლავრენტი და მორჩა.
ჟორა
23 დეკემბერი 2023 12:04
3
ალია და ოსმანა,ორივე თათარიაო,ქართული ანდაზაა.ოსიმენი და ოსიმჰენი,ჰოლანი,ჰოლანდი,ჰალანი,ჰალანდი,ჩაკვეტაძე, ჭანკვეტაძე.დე ლავრენტისი,დე ლაურენტისი,შახტარი,შახტიარი,შახტიორი...ზოგი ასე წერს და ზოგი ისე,ამიტომ ძალიანაც აღარ დავდევ.ინფორმაციისთვის მადლობა.ამის შემდეგ მეც ასე დავწერ.
სოსო
22 დეკემბერი 2023 21:43
2
ელმასის ძალიან კარგად მესმის,მაგრამ მისი წასვლით,ნაპოლი ძალიან დაზარალდება.მას თითქმის ყველა პოზიციის გადაფარვა შეეძლო და ნაპოლის მოკლე სკამისათვის,ის შეუფასებელი ქონება იყო.ახლა მის ნაცვლად,დე ლავრენტისს,რამდენიმე პოზიციაზე დასჭირდება კაცის დამატება.მისი ხასიათი რომ ვიცით,ეგ მაგის გამკეთებელი არ არის და გამოდის,ნაპოლი კიდევ უფრო დასუსტდება.
დე ლავრენტისი,ჭირსაც წაუღია,ნაპოლიც მხოლოდ ხვიჩას გამო მაინტერესებს,მაგრამ შენი სიძუნწით,ისე ლამაზად მოთამაშე გუნდს რომ დაანგრევ,როგორსაც ნაპოლი შარშან თამაშობდა,მართლაც ჭირმა უნდა წაგიღოს.
სოსო
22 დეკემბერი 2023 12:31
4
სოსო-ს!კი.მართალი ხართ,მაგრამ პოლიტანომ ღირსეულად დაიკავა მისი ადგილი. ისე ცოტა "ღორობა" კი უყვარს
დავით 67
23 დეკემბერი 2023 03:15
1
დავით 67-ს.თქვენც გამოგრჩათ და მეც გადამავიწყდა აღმენიშნა,რომ გუნდიდან კიდევ ერთი ძირითადის ფეხბურთელი,ირვინ ლოსანოც წავიდა.
სოსო
23 დეკემბერი 2023 00:39
1
ყველა გამოხმაურება
შარშანაც რომასთან თამაშის წინ ,,მაურინიო ზის და ფიქრობს",წელსაც ,,მაურინიოს ფიქრები" ,მხოლოდ მაურინიოს ფიქრებია ვანგასავით ხელმისაწვდომი,სხვა მწვრთნელების ვერა?! იქნებ კაკულია დაგეხმაროთ
ადამიანი
22 დეკემბერი 2023 11:17
3
ლუმინალი დალიე, გირჩევ.
ექიმი აიბოლიტი
23 დეკემბერი 2023 10:06
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული