"არსენალს" მისი დამატება სურდა, მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ" - მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი პრეზიდენტი დეტალებზე საუბრობს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა პრეზიდენტმა ვალერი ფილატოვმა Sport Express-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, მალხაზ ასათიანის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "არსენალს" ასათიანის დამატება სურდა, თუმცა მისი მიზეზით ტრანსფერი არ შედგა.

"ვიცოდი, რომ არსენალს ასათიანის შეძენა სურდა, ეს ამბავი ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა პრეზიდენტმა ზურა ხინიკაძემ მითხრა. 

ზურამ შემატყობინა, რომ ასათიანის დამატებით "არსენალი" იყო დაინტერესებული, მე კი საუბარი შევაწყვეტინე და ვუთხარი: "არაა საჭირო, უკეთესი იქნება მოვიცადოთ".

იმ მომენტში ასათიანი დაცვის ცენტრში თამაშობდა და მისი დაკარგვა არ მსურდა. ვაღიარებ, რომ შეცდომა დავუშვი როცა პრემიერლიგაში
სათამაშოდ არ გავუშვი. მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ", - განაცხდა ფილატოვმა.

altრუსეთის დამარცხება ასათიანის გოლით, "ბარსელონასთან" მოგება... - ინტერვიუ ვეტერან "ჯვაროსანთან"

 

altმალხაზ ასათიანი: ზედმეტი წონა არ მაქვს და თამაში ახლაც შემიძლია
 

მკითხველის კომენტარები / 17 /
შენ, ერთი რუსი კი არა, მთელი რუსეთია საქართველოს და ქართველების წინაშე დამნაშავე. არ გვინდა ყოველთვის თქვენგან დაგვიანებული ბოდიშები, უბრალოდ თავი დაგვანებეთ ერთხელ და სამუდამოდ.
მალხაზ ჯობავა
11:43 23-12-2023
3
რა გინდა თქვა,იმ პერიოდის არსენალზე უკეთესი რა უნდა გამოჩენილიყო.ასათიანი ნიჭით ჩაკვეტაძეზე უკეთესი იყო,უნივერსალი,რომელსაც დაცვაშიც და შეტევაშიც უმაგრესად შეეძლო თამაში,მაგრამ რუსებმა და ჩვენმა "მეგობარმა" სიომინმა კარიერა დაუნგრიეს და ქართულ.ფეხბურთს მარგალიტი წაართვეს...
Master
11:34 23-12-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული