მასპინძელთა გუნდის ქართველი ლეგიონერი გიორგი კვერნაძე 79-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
პირველ ტაიმში თავის სადებიუტო მატჩში სტუმრები 18 წლის ილდიზმა დააწინაურა, შესვენების შემდეგ ბაესმა ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, 81-ე წუთზე ვლაჰოვიჩმა ტურატის კარი დალაშქრა და "იუვე" წინ გაიყვანა, მერე მისი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა და შეხვედრა 1:2 დასრულდა.
"იუვე" ჩემპიონატზე ბოლო 12 მატჩში დაუმარცხებელია - 9 მოგება და 3 ფრე.
„იუვენტუსი“ 40 ქულით მეორე ადგილზეა და 30 დეკემბერს „რომას“ უმასპინძლებს, ხოლო „ფროზინონე“ 19 ქულით მეთოთხმეტე პოზიციაზეა და 29 დეკემბერს რომში „ლაციოს“ დაუპირისპირდება.
ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“
ფროზინონე - იუვენტუსი 1:2
გოლები: 0:1 ილდიზი (12), 1:1 ბაესი (51), 1:2 ვლაჰოვიჩი (81)