ჩაკვეტაძის შეცვლაზე შესვლის შემდეგ "უოტფორდმა" "ბლექბერნთან" თამაში შემოატრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის 23-ე ტურში „უოტფორდმა“ გასვლაზე „ბლექბერნი“ 2:1 დაამარცხა.

გიორგი ჩაკვეტაძე 72-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:0 იყო, ამის შემდეგ მისი გუნდი ინიციატივას დაეუფლა, ორი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.

ჩაკვეტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: Sofascore 6.5, Flashscore 6.3, whoscored 6.2.

„უოტფორდმა" გასვლაზე ზედიზედ მესამედ იმარჯვა, 34 ქულით უკვე მეშვიდე ადგილზეა, პლეი-ოფის ზონას 2 ქულა აშორებს და შემდეგ ორ შეხვედრას საკუთარ მოედანზე ჩაატარებს, 26 დეკემბერს „ბრისტოლთან“ და 29 დეკემბერს "სტოკთან".

ბლექბერნი. „ივუდ პარკი“
ბლექბერნი - უოტფორდი 1:2
გოლები: 1:0 უორტონი (3), 1:1 რაიოვიჩი (83),
1:2 ჰილი (87)

მკითხველის კომენტარები / 15 /
მაგარი ტალანტია იმდენს ათიანი რა უნდა ამას თურქეთში ვეტერანი რომ იყოს ხო....არველაძემ აქედან წაიყვანოს ფეხბურთელები თორემ ვინ გზაზე დგას დაანებოს თავი
ბაბუ
10:10 24-12-2023
0
მე პირადად იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ჩაკვეტაძეს ჩაგრავენ დროს არ ათამაშებენ და შანს არ აძლევენ ჩავხედე სტატისტიკას და 18 თამაში აქვს ნათამაშები ვოტფორდში და საუალოდ 20-30 წუთს ყოველთვის ათამაშებს მწვრთნელი,მაგრამ სამწუხაროდ ჩაკვე ვერ დებს შედეგს 1 საგოლე გადაცემა აქვს 18 მატჩში რაც შემტევი ნახევარმცველისთვის არის ცუდი შედეგი შემტევი ნახევარმცველის საქმე მოედანზე არის ის რომ გოლები გაიტანოს ან საგოლე პასები გააკეთოს თამაში გაამწვავოს რაც სამწუხაროდ ჯერ ჯერობით არ გამოზდის ჩაკვეს ჩაკვემ უნდა დამტკიცოს იმ დროში რა დროსაც იღებს მწვრთნელისგან რომ იმსახურებს მეტ დროს ეს არის ინგლისი ეს არის ვოტფორდი გუნდი რომელიც იბრძვის ჩემპიონშიპიდან პრემიერ ლიგაში აღზებებაში და შედეგს თუ აჩვენებს აუცილებლად მისცემენ მეტ დროს რაც დროც ეძლევა ის დრო უნდა გამოიყენოს და იბრძოლოს ძირითადში თავის დამკვიდრებისთვის.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული