კვარაცხელიას დიალოგი მოურინიოსთან - ორკაცნაკლული "ნაპოლი" "რომასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-17 ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „რომასთან“ 0:2 დამარცხდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, დებიუტში ორივე გუნდი ფრთხილობდა, პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც ბოვეს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. შემდეგ ბელოტი რაჰმანის გაექცა, პასი ბოვეს გაუკეთა და მას ორიოდ მეტრიდან მეკარე მერეტმა არ გაატანინა. რომაელები მეტოქეს თავისუფალ ზონებს არ უტოვებდნენ და კვარაცხელიას და ოსიმენს ხიფათის შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ. ხვიჩა დაცვასაც ეხმარებოდა და მასთან ბურთზე ბრძოლაში უხეშობისთვის კრისტენსენმა ყვითელი ბარათი მიიღო. მერე ხვიჩას წაქცევისთვის მსაჯმა მცველი არ გააფრთხილა, საჯარიმოში პარედესმა ოსიმენს ხელი სახეში
მოარტყა, ცოტა ხანში კრისტანტემ ყვითელი ბარათი ქართველთან უხეშობისათვის მიიღო და „კვარასა“ და მოურინიოს შორის დიალოგიც გაიმართა, პირველი ტაიმი კი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი სტუმრებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, ზილენსკის და კვარაცხელიას დარტყმულ ბურთებს მეკარე რუი პატრისიუ დაეუფლა. სრულიად უწყინარ სიტუაციაში ტრავმა ლობოტკამ მიიღო, რომელიც კაიუსტემ შეცვალა. მერე პოლიტანომ ჟალევსკის უხეშობაზე გადაჭარბებული უხეშობით უპასუხა, გააძევეს და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი „ნაპოლის“ კარი შეცვლაზე შესულმა პელეგრინიმ დალაშქრა. ცოტა ხანში პირისპირ გასულ ლუკაკუს გატანა მერეტმა არ დაანება, არბიტრმა ოსიმენსაც წითელი ბარათი უჩვენა, ხვიჩა შეცვალეს, ბოლოს ლუკაკუმაც გაიტანა და დედაქალაქელებმა გაიმარჯვეს.

რომი. „ოლიმპიკო“
რომა - ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 პელეგრინი (76), 2:0 ლუკაკუ (90+6)
გაძევება: პოლიტანო (65), ოსიმენი (86)

მკითხველის კომენტარები / 43 /
კარგია ის რაც ამ სეზონში ხვიჩას ირგვლივ ხდება (არაპოზიტიური დროზევე უნდა გაანალიზოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს)!
ნუ გეშინიათ ვინც ხვიჩაზე ნერვიულობთ, წინა სეზონში უდიდესი წარმატების შემდეგ ბევრი რამ მოხდა (პიროვნულად, პროფესიონალურად...) ხვიჩას ირგვლივ, რაც მისთვის მომავალში მნიშვნელოვანი იქნება!
ბევრ ცნობილ ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან (თუნდაც იმ "პიჟონ" მოურინიოსთან) შეხვედრა/ურთიერთობა ნელ-ნელა სიძლიერეს შემატებს ხვიჩას.
ერთს გისურვებდი ხვიჩა: იარე შენი გზით!
თემური
18:04 24-12-2023
1
დრიბლინგის დროს კვარას ჯოკერი სისწრაფე იყო, ეხლა 2 მცველით მეურვეობენ ყოველთვის ამიტომ ორჯერ სწრაფი უნდა გახდეს სხვანაირად უკან პასები მოუწევს სულ. ორჯერ სწრაფად გახდომას ორჯერ მეტი მუშაობა უნდა, მან კი როგორც ჩანს მოუკლო, სირბილითაც არასწორად დარბის და ეგეც უკარგავს სისწრაფეს. გუნდი რომ არეულია და ა.შ გასაგებია მაგრამ ერთ დრიბლინგს უნდა აკეთებდეს თამაშში ასეთი დონის ფეხბურთელი. საშინლად ბევრი სამუშაო აქვს წინ პლუს ფსიქოლოგი, პირადი ტრენერი სჭირდება, დრო უნდა დაუთმოს ამ ყველაფერს სხვანაირად დარჩება ასე და რამდენიც გნებავთ აქეთ ან აკრიტიკეთ.
ემიგრანტი
13:40 24-12-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული