როგორც მოსალოდნელი იყო, დებიუტში ორივე გუნდი ფრთხილობდა, პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც ბოვეს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. შემდეგ ბელოტი რაჰმანის გაექცა, პასი ბოვეს გაუკეთა და მას ორიოდ მეტრიდან მეკარე მერეტმა არ გაატანინა. რომაელები მეტოქეს თავისუფალ ზონებს არ უტოვებდნენ და კვარაცხელიას და ოსიმენს ხიფათის შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ. ხვიჩა დაცვასაც ეხმარებოდა და მასთან ბურთზე ბრძოლაში უხეშობისთვის კრისტენსენმა ყვითელი ბარათი მიიღო. მერე ხვიჩას წაქცევისთვის მსაჯმა მცველი არ გააფრთხილა, საჯარიმოში პარედესმა ოსიმენს ხელი სახეში მოარტყა, ცოტა ხანში კრისტანტემ ყვითელი ბარათი ქართველთან უხეშობისათვის მიიღო და „კვარასა“ და მოურინიოს შორის დიალოგიც გაიმართა, პირველი ტაიმი კი 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმი სტუმრებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, ზილენსკის და კვარაცხელიას დარტყმულ ბურთებს მეკარე რუი პატრისიუ დაეუფლა. სრულიად უწყინარ სიტუაციაში ტრავმა ლობოტკამ მიიღო, რომელიც კაიუსტემ შეცვალა. მერე პოლიტანომ ჟალევსკის უხეშობაზე გადაჭარბებული უხეშობით უპასუხა, გააძევეს და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი „ნაპოლის“ კარი შეცვლაზე შესულმა პელეგრინიმ დალაშქრა. ცოტა ხანში პირისპირ გასულ ლუკაკუს გატანა მერეტმა არ დაანება, არბიტრმა ოსიმენსაც წითელი ბარათი უჩვენა, ხვიჩა შეცვალეს, ბოლოს ლუკაკუმაც გაიტანა და დედაქალაქელებმა გაიმარჯვეს.
რომი. „ოლიმპიკო“
რომა - ნაპოლი 2:0გოლები: 1:0 პელეგრინი (76), 2:0 ლუკაკუ (90+6)
გაძევება: პოლიტანო (65), ოსიმენი (86)