მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და 49-ე წუთზე ანგარიში შეამცირა. მან სადებიუტო გოლი ჩემპიონატზე ჩატარებულ მეთვრამეტე მატჩში გაიტანა. თუმცა, „უოტფორდმა“, რომელიც პლეი-ოფის ზონას 2 ქულით მიუახლოვდა, მარცხი განიცადა.
ჩაკვეტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: flashscore 7.0, whoscored 6.9, sofascore 6.9.
„უოტფორდი“ 34 ქულით მეათე ადგილზეა და 29 დეკემბერს „სტოკს“ მიიღებს.
უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ბრისტოლი 1:4
გოლები: 0:1 პრინგი (28), ჰუდტი (45+2, საკ. კარში), 1:2 ჩაკვეტაძე (49), 1:3 საიკსი (50), 1:4 ვაიმანი (83)
ეს თამაში უოტფორდის შავკანიანმა ფეხბურთელებმა წააგეს, ზედმეტად თავდაჯერებულები არიან და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს, განსაკუთრებით სემამ და კიომბემ (შეიძლება გვარს ვამახინჯებ).. ასპრილია და დანარჩენებიც შორს არ წასულან. ისმაელის გუნდში დაუმსახურებლად გალაღებული არიან.
ერთი ვერ გავიგე, ბრისტოლის ალბანელი ლეგიონერი ისიქ მეჰმეთი ტრანსფერმარკეტზე 1.2 მილიონი რატომ ღირს, 22 წლისაა და თამაშის სტილით აზარია საუკეთესო წლებში. იმ გაპიარებულ ელმასს და თუნდაც ზილინსკის თუ არ ჯობდეს ბევრად, მარჯვენა ვინგერად ითამაშა და 3-4 კაცმა ვერ შეაჩერა.