"პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ელმასის წასვლას საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" გამოეხმაურა და ჩრდილომაკედონიელს წარმატება უსურვა.
"წარმატება, გიჟო ძმაო, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ", - დაწერა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, ელმასი "ნაპოლიში" 2019 წლიდან ასპარეზობდა. ამ პერიოდის განმავლობაში ელიფმა "პარტენოპეის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 143 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლით გამოიჩინა.
"ბუნდესლიგაში თამაშზე ვოცნებობდი" - ელმასი "ნაპოლიდან" "ლაიფციგში" გადაბარგდა
ადამიანობა,ოჯახიშვილობა,სიტყვა-პასუხი,გაგება და მეობა არ ვიცი.